Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

Luke_Shaw

Member
  • სულ კონტენტი

    35
  • დარეგისტრირებული

  • ბოლო შემოსვლა

საზოგადოებრივი რეპუტაცია

0 Neutral

ბოლო პროფილის სტუმრები

161 profile views
  1. პირადი ფოტო:სახელი:Beqa გვარი:Johnson ასაკი:30 წლის დაბადების თარიღი:31.01.1990 დაბადების ადგილი:მექსიკა,მერიდა ნაცია:ამერიკელი სექსი:მამრობითი ოჯახული მდგომარეობა:დასაოჯახებელი გარეგნობა: თმის ფერი:ყავისფერი თვალის ფერი:მწვანე სიმაღლე:184CM წონა:74KG ბავშვობა: Beqa დაიბადა ქალაქ მერიდაში,მექსიკაში.იგი არც თუ ისე შეძლებულ ოჯახში დაიბადა.მისი მამა მეშახტე იყო და ოჯახში ფულის შემოსატანად თავდაუზოგავად შრომობდა. დედამისი კი მასწავლებელი იყო,იგი სკოლაში ქიმიას ასწავლიდა.რათქმაუნდა როგორც ყველა ბავშვს,Beqa-საც ძალიან უყვარდა სათამაშოები,მაგრამ ყველაზე გამორჩეულად მაინც იარაღები უყვარდა.როგორც კი Beqa 3 წლის გახდა,იგი 56-ე ბაღში შეიყვანეს,მან აღმრზდელების გულში დიდი სიყვარული ჰპოვა,რადგან ის იყო წყნარი,მშვიდი და ჭკვიანი ბიჭი.მასწავლებლები მას აქებდნენ როგორც კარგ და სამაგალითო ბავშვს.არ გასულა დიდი ხანი და Beqa-მ გამოავლინა თავისი ნიჭი ჭიდაობაში,მას ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა.6 წლის ასაკში Beqa 109-ე სკოლაში მიიყვანეს.მან მაშინვე დაიწყო მასწავლებლების გაოცება,სწავლობდა კარგ ნიშნებზე და მასწავლებლებს მასში დიდი წარმატების მოლოდინი ჰქონდათ.როგორც კი მშობლებმა შეატყეს რომ Beqa-ს ჭიდაობაში დიდი ნიჭი ჰქონდა ის მაშინვე ჭიდაობის წრეზე შეიყვანეს სადაც Beqa-მ რამდენიმე თვეში სიგელები და მედლები მოიპოვა.მისი ცხოვრება ყველაზე მეტად 14 წლის ასაკში გართულდა როცა მამა ავარიის დროს დაკარგა.იმ დღიდან მას არაფრის ხალისი ქონდა,ის თვლიდა რომ მამის გარეშე ცხოვრება მანქანის ტარება იყო საჭის გარეშე.მამამისის გარდაცვალების შემდეგ დედამისი ამდენ პრობლემას თავს ვერ მოსდიოდა,ამიტომ Beqa-მ გადაწყვიტა დედას დახმარებოდა და ისეთი სამსახური ეშოვა,რომელიც მათ ოჯახს პროლემებს შეუმსუბუქებდა.არ გაუვლია ბევრ დროს და მან მტვირთავად დაიწყო მუშაობა.მასზე ხშირად ძალადობდნენ,ფულს არ აძლევდნენ მაგრამ თავისი ოჯახის სიყვარულმა ამ პრობლემის გადალახვის საშუალება მისცა და მალე უკეთესი საქმეც იპოვა.17 წლის ასაკში ღამე მას 2 მაფიის წევრი შეხვდა და Beqa-ს შესთავაზეს რომ საზარელი დანაშაული ჩაედინა და კარგ თანხასაც გადაუხდიდნენ. Beqa მათ დასთანხმდა და ეს დავალება შეასრულა კიდეც.მაფიის ბოსს ძალიან მოეწონა Beqa და მაფიის წევრობა შესთავაზა. Beqa დასთანხმდა მათ და დიდ წარმატებასაც მიაღწია. მშობლები: David Johnson დაიბადა 05.08.1974 ქალაქ მანჩესტერში,ინგლისში.ის დაიბადა საშინელ ვითარებაში,მანჩესტერში იმ დროისთვის კარგი პერიოდი ნამდვილად არ იყო.ქუჩაში ისმოდა სროლის ხმები და ხალხის ყვირილი.ამიტომ David ბაღში ვერ დადიოდა,რაც ძალიან ცუდად აისახა მასზე.მას ძალიან უნდოდა სათამაშოებით თამაში მაგრამ არ შეეძლო.დედამისი მასწავლებელი იყო,ამიტომ შვილს სახლში დააწყებინა მეცადინეობა.6 წლის ასაკში David 17-ე სკოლაში მივიდა და მასწავლებლები აღფრთოვანებული დატოვა.ის ძალიან ლამაზად წერდა,კითხულობდა და მღეროდა.ყველას ძალიან უყვარდა David და კარგადაც ექცეოდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა მექსიკაში,ქალაქ მერიდაში წასულიყო და Merida University-ში ჩაებარებინა.მან წარმატებით ჩააბარა კიდეც და მერიდაში სახლი იყიდა.მან გაიცნო Mary Morton და 27 წლის ასაკში ცოლი მოიყვანა რამაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. Mary Morton დაიბადა 12.02.1975 ქალაქ მიუნხენში,გერმანიაში.ის დაიბადა შეძლებულ ოჯახში.მისი მამა მოსამართლე იყო და საკმაოდ ბევრ ფულს შოულობდა.დედა კი სკოლის დირექტორი იყო და მშობლები საკმაოდ ხელსაყრელ ფულს შოულობდნენ.3 წლის ასაკში Mary 29-ე ბაღში შეიყვანეს და ძალიან კარგ ბავშვადაც აღიზარდა.Mary ბაღის ოთახებს ალაგებდა,აწესრიგებდა და მასწავლებლებს ეხმარებოდა.6 წლის ასაკში შევიდა 161-ე სკოლაში და კარგადაც სწავლობდა მას ყველაზე მეტად ფიზიკა უყვარდა და ძალიან კარგადაც სწავლობდა.სკოლის დამთავრების შემდეგ Mary მექსიკაში, ქალაქ მერიდაში გაფრინდა,რათა ჩაებარებინა Merida University-ში და მუშაობა დაეწყო.26 წლის ასაკში მან David გაიცნო,რამაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. განათლება: Beqa სწავლობდა ქალაქ მერიდას 109-ე სკოლაში,იგი ყველა მის თანატოლს კარგად ექცეოდა და ეხმარებოდა,მაგრამ მას არ მოსწონდა როცა მის მეგობრებს არასამართლიანად ეჩხუბებოდნენ და Beqa-ს ხშირად უჩხუბია სამართლიანობისთვის რის გამოც ბევრი საყვედური მიუღია მასწავლებლებისგან.მის სწავლას მასწავლებლები არასდროს ემდუროდნენ,ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ Beqa თავის მაფიის დახმარებით San Andreas-ის შტატში გაფრინდა,კერძოდ კი ქალაქ Los Santos-ში,სადაც დაიწყო სისხლის სამართლის ფაკულტეტზე სწავლა.3 წლიანი სწავლის შემდეგ 1.5 წლიანი მაგისტრატურაც გაიარა და თავისი მაფიის დატოვების შემდეგ საკადეტო აკადემიაში ჩაეწერა. ზრდასრული ცხოვრება: აკადემიაში ჩაწერის შემდეგ Beqa-მ გულმოდგინედ დაიწყო დავისი სამუშაოს შესრულება,მას ძალიან კარგი აზროვნება და ფიზიკური შესაძლებლობები ჰქონდა.Sheriff-მა ეს მალევე შეამჩნია და მას მისცა შანსი Los Santos Police Pepartament Sheriff-ის მოადგილეობის.Beqa-მ დაიკავა მისთვის პირველი სახელმწიფო სიახლეთა ზოლი,და მის შემდეგ ხალხს ის ძალიან შეუყვარდა.Sheriff მასზე დიდ იმედებს ამყარებდა და Beqa ამას გრძნობდა კიდეც. 2 წლის შემდეგ Sheriff-მა თავისი 26 წლიანი კარიერა დაასრულა და Sheriff-ობა Beqa-ს გადააბარა.Beqa-ს დიდ მოტივაციას აძლევდა პრეზიდენტის და მინისტრების სიყვარული.მაგრამ მისი მამის სიკვდილი მას მაინც არ ასვენებდა.მისი კარიერა თანდათან უმჯობესდებოდა,მაგრამ საბოლოოდ კრიმინალების ზიზღმა შედეგიც გამოიღო.Beqa ძალიან გამკაცრდა ყველას მიმართ,ის არავის არ უსმენდა. რამდენიმე წლის შემდეგ SH.S.S მინისტრის და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მას ჩაბარდა F.B.I.(Federal Bureau Of Investigation) და მიეხედა თავად.Beqa-ს ეს ძალიან გაუხარდა,რადგან მიეცა შანსი რომ თავად ებრძოლა კრიმინალებისთვის და ნარკომანებისთვის,რადგან მათ მიმართ ძალიან დიდი ზიზღი ქონდა.მის სახელზე გახსნილი იყო 296 საქმე.ის აქტიურად იძევდა კრიმინალთა მიმართ საქმეებს,ხსნიდა საქმეებს და დიდ წარმატებასაც აღწევდა.Beqa-მ F.B.I.-ში ბევრი მეგობარი გაიჩინა,მათთან ძალიან დაახლოვდა და ბევრ საქმესაც ერთად ხსნიდნენ,მაგრამ ერთ დღეს კრიმინალებთან ბრძოლის დროს მისი მეგობრები მძიმედ დაიჭრნენ, და Beqa იძულებული გახდა ისინი Los Santos Hospital-ში გადაეყვანა.რამდენიმე საათში მან გაიგო რომ 3 ამხანაგიდან მხოლოდ 1 გადარჩა,ისიც სამუდამოდ დაკოჭლდა.ამან Beqa-ზე ძალიან იმოქმედა და კრიმინალების მიმართ ზიზღი კიდევ უფრო გაუძლიერდა. ახლანდელი დრო: გავიდა დრო და Beqa ყველას მიმართ ძალიან მკაცრი და უხეში გახდა.ის თანდათან დაუახლოვდა თავის მიზნებს და Los Santos-ში ყველა კრიმინალი გააქრო.ის აქტიურად მუშაობდა ამ საკითხებზე,აკავებდა ნარკომოვაჭრეებს,LSPD-ს დახმარებით ატარებდა სპეცოპერაციებს სხვადასხვა მაფიებზე, ის ხშირად ქალაქში დადიოდა როგორც მაფიის წევრი და აკვირდებოდა ქალაქს.აკავებდა ყველას,ვისაც კი დამნაშავედ თვლიდა.Beqa-ს ქცევებმა,საუბრის მანერებმა მოჰგვარა შიში მთელ Los Santos კრიმინალებს.მისი მთავარი მტერი ყველამ იცის,მაგრამ რატომ ეზიზღება მას ასე კრიმინალები ბევრისთვის კიდევ უცნობია. რეზულტატი: 1) ქრთამის აღება. 2) დეპარტამენტ რაციაში უხეშად საუბარი. (სერვერის წესების დაცვით) 3) ეთიკის კოდექსის დარღვევა. 4) უხეშად მოპყრობა / საუბარი (სერვერის წესების დაცვით) 5) შეიძლება ჰქონდეს კავშირი კრიმინალურ სტრუქტურებთან, მაგრამ არ მიიღოს მონაწილეობა კრიმინალურ ქმედებებში.
×
×
  • შექმნა...