Xvedela_Brown
Member-
სულ კონტენტი
10 -
დარეგისტრირებული
-
ბოლო შემოსვლა
საზოგადოებრივი რეპუტაცია
0 NeutralXvedela_Brown-ს შესახებ
- დაბადების დღე 05/03/2008
ბოლო პროფილის სტუმრები
112 profile views
-
Xvedela_Brown გამოწერა RP ბიოგრაფია [ უარყოფილია ]
-
სახელი, გვარი: Xvedela Brown ასაკი: 36 წელი დაბადების თარიღი: 1988 წლის 3 მაისი დაბადების ადგილი: USA, San Andreas, San Fierro მშობლები: Caleb Brown და Amber Evans სქესი: მამრობითი ნაცია: აფრო-ამერიკელი გარეგნობა: სიმაღლე: 185სმ თმის ფერი: ყავისფერი თვალის ფერი: ყავისფერი კანის ფერი: შავკანიანი აღნაგობა: მეზომორფი ( ათლეტური ) ტატუები: ბანდის ნიშნები მშობლების ისტორია: Caleb Brown: Caleb Brown დაიბადა 1965 წელს USA, San Andreas, Las Venturas-ში. მამამისი ნიგერიელი ბიზნესმენი იყო. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. ძალიან კარგად სწავლობდა და საკუთარი თავის განვითარებას დიდ დროს უთმობდა. იგი თავს არიდებდა კრიმინალურ ცხოვრებას და ყოველთვის პატიოსანი ადამიანი იყო. 22 წლის ასაკში დაქორწინდა Amber Evans-ზე. ერთ წელიწადში მათ ვაჟი შეეძინათ რომელსაც Xvedela დაარქვეს Caleb-ის მამის საპატივცემულოდ. Caleb ძალიან კარგი ქმარი და მამა იყო. მის პირველ პრიორიტეტს ოჯახი წარმოადგენდა. 39 წლის ასაკში მან კაზინოში დაიწყო თამაში. რის შედეგადაც ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა ოჯახი. მოუწია ბევრი ვალის აღება, რომელსაც ისევ კაზინოში აგებდა. ვალების გამო მოკლეს 1995 წელს ცეცხლსასროლი იარაღით. დასაფლავებულია Los Santos-ის სასაფლაოზე. Amber Evans: Amber Evans დაიბადა 1966 წელს USA, Liberty City, New Jersey-ში. მისი მშობლები მაინცდამაინც არაფრით გამოირჩეოდნენ. 1969 წელს, San Fierro-ში საცხოვრებლად გადმოვიდნენ Evans-ების ოჯახი. მან სამედიცინო განათლება მიიღო San Fierro-ს უნივერსიტეტში, სადაც ასევე Celeb Brown გაიცნო. 21 წლის ასაკში მასზე დაქორწინდა და ბედნიერი ოჯახი შექმნეს. ქორწინებიდან 3 თვეში იგი დაორსულდა და ვაჟი შეეძინა. სამედიცინო სფეროში წარმატებული კარიერა აიწყო, მაგრამ მისი ქმრის მიერ შექმნილმა ფინანსურმა პრობლემებმა ისიც შეიწირა. მოკლეს 1995 წელს. დასაფლავებულია Los Santos-ის სასაფლაოზე. Xvedela-ს ისტორია: ბავშვობა: Xvedela Brown ბავშვობიდან ძალიან ნიჭიერი იყო და ბევრ რამეს მარტივად ითვისებდა. მას ძალიან თბილი და მოსიყვარულე მშობლები ჰყავდა. მამამისი Caleb Brown მოთამაშე იყო და კაზინოს გამო ბევრი ვალი ჰქონდა. როდესაც Xvedela 7 წლის იყო, მისი მშობლები Ballas-ის ბანდის წევრებმა Caleb-ის ვალების გამო მოკლეს. Xvedela-ს აღზრდაზე ბიძამისმა Boni Brown-მა აიღო პასუხისმგებლობა. ის არაფერს აკლებდა მას და ყოველთვის საუკეთესო სურდა Xvedela-სთვის. სკოლაში სწავლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა რადგან მეტ დროს ფიზიკურ განვითარებას უთმობდა. ბოქსის და კიკ-ბოქსის სწავლა Xvedela-მ 9 წლის ასაკიდან დაიწყო და საკმაოდ კარგად ითვისებდა ილეთებს მისი ნიჭიდან გამომდინარე. მოზარდობა: Xvedela 13 წლიდან ეცნობოდა ბანდის ცხოვრებას Bloods ბანდის წევრებთან ერთად რომელთა ლიდერიც ბიძამისი Boni იყო. იგი მათთან ერთად ატარებდა დიდ დროს და ყველაზე საშიშ ქუჩებში გადარჩენას სწავლობდა. რამდენიმე ადამიანი გაუტაცებია მათთან ერთად. Xvedela-ს ხატვა ძალიან უყვარდა, ამიტომაც იგი ხშირად ხატავდა ქუჩაში კედლებს. Boni ცდილობდა Xvedela-სთვის დაენახებინა ცხოვრება სხვადასხვა ასპექტში რომ მას არ გაჭირვებოდა საკუთარი ცხოვრების გზის არჩევა. 16 წლის ასაკში Xvedela-ს სერიოზული ჩხუბი მოუვიდა მის თეთრ თანაკლასელთან Steve-თან, რომელიც კინაღამ ცემით მოკლა იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა შავკანიანებს. Xvedela კი ამაზე რათქმაუნდა ძალიან გაბრაზდა. ამის გამო იგი სკოლიდან გარიცხეს და იძულებული გახდა სხვა სკოლაში მიეღო განათება. განათლება: 7 წლამდე Xvedela San Fierro-ს #2 სკოლაში იღებდა განათლებას. ბიძამისთან გადასვლის შემდეგ Los Santos-ის #1 სკოლაში სწავლობდა სადაც შტატის საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიდნენ. 16 წლის ასაკში მომხდარი არეულობის მერე Xvedela Los Santos-ის მე-4 სკოლაში გადავიდა. 18 წლის ასაკში, San Fierro-ს უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა ბიზნესის ფაკულტეტზე. 22 წლის ასაკში Los Santos-ის არმიაში სამხედრო განათლებას ღებულობდა. ის დიდი ხანი მოღვაწეობდა არმიაში და 27 წლის ასაკში უკვე ვიცე ლეიტენანტი იყო. კარიერა: 27 წლის Xvedela-მ არმია დატოვა და დაუბრუნდა თავის ძვირფას ბანდას. ტაქსაობა დაიწყო და ბევრი ნაცნობი გაიჩინა ასე. შემდეგ ბანკში მუშაობდა ინკასატორად. დისტრიბუციაც გამოსცადა და სხვადასხვა კომპანიებს პროდუქციას აწვდიდა. რაღაც დროის შემდეგ მან მერიაში დაიწყო დაცვის თანამდებობაზე მუშაობა და ეს იყო მისი ბოლო ოფიციალური სამსახური სანამ ციხეში მოხვდებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან დაიწყო არალეგალური ბიზნესი რომელიც ნარკოტიკებსა და მატერიალებს ეხება. ნასამართლეობა: 2018 წლის 4 ნოემბერს, ფედერალური ბიუროს აგენტები ჩხრეკის ორდერით მივიდნენ Los Santos-ის მერიაში. Xvedela-ს და კიდევ 2 დაცვის წევრს ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდათ, რის გამოც 4 წელი პატიმრობა მიესაჯა. 34 წლის Xvedela Brown კვლავ თავისუფალი ადამიანი გახდა. ახლანდელი დრო: Xvedela ბიძამისთან ერთად სათავეში უდგას Bloods ბანდას და თავის არალეგალურ ბიზნესსაც მართავს პარალელურად. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, მათ შორის სამართალდამცავები, რომელთათვისაც დაფარულია ბევრი ინფორმაცია Xvedela-ს შესახებ. მას მორგებული აქვს პატიოსანი ადამიანის ნიღაბი და ასე იცნობს ყველა, მათ გარდა ვინც Xvedela-ს ციხეში ჩაჯდომამდე იცნობდა. რეზიუმე: 1. ადამიანის გატაცება (სერვერის წესებით) 2. არალეგალური პროდუქციის შენახვა/გასაღება (ნარკოტიკები, მატერიალები) 3. კრიმინალებთან კავშირი 4. შეუძლია აწარმოოს არალეგალურ საკითხებზე მოლაპარაკებები 5. შანტაჟი
