Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

Tony Falcon

Member
  • სულ კონტენტი

    75
  • დარეგისტრირებული

  • ბოლო შემოსვლა

  • Days Won

    4

Tony Falcon last won the day on ივლისი 25 2022

Tony Falcon had the most liked content!

საზოგადოებრივი რეპუტაცია

10 Good

6 გამომწერი

ბოლო პროფილის სტუმრები

ბოლო ვიზიტორები გამორთულია და ის სხვა მომხმარებლებისთვის არ არის ნაჩვენები.

  1. ~ Tony Falcone ~ ~ 45 წლის ~ ~ Milan , Italy ~ ~ სქესი: მამრობითი ~ ~ სიმაღლე: 1,82მ ~ ~ თმის ფერი: მოყავისფრო ~ ~ თვალის ფერი: მუქი ყავისფერი ~ ~ ატარებს ულვაშს ~ ~ წონა: 80კგ. ~ ~ არ ატარებს ტატუს ~ ~ არის 100% ჯანმრთელი ~ ~ მშობლების ისტორია ~ მამა Tonio Falcone, დედა Merlina Fortebratcci.მამა ქალაქ მილანში დაიბადა 1955ში,გაიზარდა ერთ-ერთი მაფიოზის ოჯახში და შემდეგ ნეპოტიზმით ფეხი მოიკიდა პოლიტიკაში.იყო სახელმწიფო მოხელე იტალიის ქალაქ მილანში და ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური, ფარულად.ამ დროის განმავლობაში, თავისი კრიმინალური საქმეების შესახებ არავინ იცოდა,გარდა მისი მეგობრებისა,რომლებიც მასთან ერთად იყვნენ საქმეში გარეულნი.კრიმინალური დაჯგუფება "La Cosa Nostra" მათ დაჯგუფებას ხელს უშლიდა სხვადასხვა ბიზნესის ხელის ჩაგდებაში რის შემდეგაც დაიწყო ომი ამ ორ დიდ "ოჯახს" შორის.ბიზნესი,რომელიც მდებარეობდა შტატ California-ში,კერძოდ ქალაქ Los Santos-ში, დიდძალ მოგებას იღებდა.მილანში მყოფი ბიზნესებიდან რამდენიმე უკვე კონტროლის ქვეშ იყო,თუმცა ეს ბიზნესი მნიშვნელოვანი იყო რაც უფრო მეტ მოგებას აძლევდა ამ დაჯგუფებას.პოლიტიკური თვალსაზრისით Tonio-მ მოახდინა ბიუჯეტიდან თანხების გამოძალვა და შეძენა არალეგალური ნივთების,რომელიც ომში გამოსადეგარი იქნბოდა.ეს ომი დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ მამაჩემის საკუთრებაში დარჩა,თუმცა Tonio-ს პენსიანზე გასვლის შემდეგ ეს ბიზნესი დაიკარგა რის შედეგადაც ბიზნესი არალეგალურად სხვის ხელში აღმოჩნდა.დედა იყო სოფელ Marzamemi-დან,სადაც დაიბადა,გაიზარდა და მიიღო განათლება.მამას მილანში ავტობუსში შეხვდა და გამოლაპარაკების შემდეგ გაიცნო.მათ ერთმანეთი გაიცნეს, უფრო დაუახლოვდნენ, ერთმანეთიც შეუყვარდათ და 1973 წელს დაქორწინდნენ.Merlina პატიოსანი გახლდათ და Tonio-ს საქმეებში არ ერეოდა,თუმცა იცოდა თუ გამოუვალ მდგომარეობაში რა მოემოქმედა.იცოდა იარაღის გამოყენებაც, თუმცა იარაღი შეძენილი იყო არალეგალურად.Revolver-ი,ნომრად "105",მის საკუთრებაში იყო და მილანის პოლიციამ ამის შესახებ არც იცოდა.მისი გამოყენება მხოლოდ თავდაცვითი მიზნისთვის შეეძლო,ეს Tonio-ს გაფრთხილება იყო მისდამი.შეუღლების შემდეგ,1 წელიწადში,1974 წელს, Tomy Falcone შეეძინათ,ხოლო 1976 წელს Tony.შემდეგ Tonio-მ იმ ბიზნესის უფრო მეტად გაკონტროლებისთვის გადაინაცვლა აშშ-ს შტატ Caliofnia-ში,კერძოდ ქალაქ Los Santos-ში.აქედან კი იწყება უკვე Tonio-ს ბნელი მხარეები და მილანში დაწყებული ომი,რომელიც ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის მოხდა.ერთი Tonio-ს დაჯგუფების და მეორე Antonio-ს დაჯგუფების.Antonio იყო მესამე მაფიის მფლობელი ,თუმცა რომიდან გახლდათ. რიგით მესამე მტერი,რომელიც ცდილობდა Tonio-ს ყველა ბიზნესის ხელში ჩაგდებას.მილანიდან აქეთ გადმოსვლისას მეთაური იმ დაჯგუფებას დარჩა,თუმცა მეთაურის სახელი და გვარი უცნობია.დღესაც არავინ იცის,რადგან ყველა დაღუპულია ვინც მას იცნობდა.Tonio-ს დაჯგუფებას სახელად "The Luminaries of Darkness" ერქვა. გამუდმებული ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა, უამრავი ადამიანი იღუპებოდა მატერიული სინათლის მიზნის მისაღწევად,რომელზეც დღემდე კრიმინალური დაჯგუფებები ერთამნეთში უამრავ კონფლიქტს წარმოქმნენ. ფედერალებმა და პოლიცილებმა, იმ დროის სტატისტიკისთვის, 50-მდე კანონიერი ქურდი, 25მდე მომავალი ქურიდი დააკავეს და სასჯელი უმეეტესმა მათგანმა მოიხადა 2009 წლამდე. ამ სტატისტიკების გამო, კრიმინალურმა დაჯგუფების მაღალმა "საბჭომ" გადაწყვეტილება მიიღო და 2010 წლის 10 სექტემბერს, დაიშალა ის, კერძოდ, Tonio-ს ბრძანებით და მის შემდეგ ამ ბნელ მხარეს არც შეხებია, თუმცა წარსული წარსულად დარჩა. ~ ბავშვობა ~ ბავშვობიდანვე საკმაოდ ცელქი იყო Tony.საკმაოდ მიმხვედრი იყო იგი და ადვილად ეუფლებოდა მამის დარიგებებს. ხშირად დაყვებოდა Tonio-ს უმნიშვნელო საქმეებზე ან მეგობრებთან ერთად ვახშამზე, როცა იყო აღსაღნიშნი ცერემონია.3 წლის ასაკში სამუშაოს გამო დედამ ძიძა მოიყვანა და მან 6 წლამდე გაზარდა ის.საკმაოდ უყვარდა ეს ქალბატონი და ბედნიერებას ჰგვრიდა მისი დანახვა ყოველ მოსვლაზე.6 წლის ასაკში შეიყვანეს სკოლაში და ამ დროიდან უკვე მან დაიწყო სწავლებები.საკმაოდ უყვარდა ტექნიკური საგნები და ცდილობდა ბოლომდე მოერგო თავისთის ეს საგნები.იტაცებდა მას ისტორიაც მშობლიური ქვეყნისა და არც უძნელდებოდა.ბავშვობიდანვე მოხდა იმ თვისებების ჩამოყალიბება,რაც მაფიოზს შეეძლო, თუმცა მამის მსგავსად მაინც არ აღმოჩნდა. მოპარვა არ უყვარდა, თუმცა ხშირად სკოლაში ჩხუბობდა. ვინც მასზე რაიმე ზედმეტს იტყოდ, თავის ე.წ სამეგობროსთან ერთად ,კონკრეტულ ადგილას ხვდებოდა, და კინკლაობდა მათთან. რათქმაუნდა ეს ბავშვური იყო, თუმცა ამას მოყვა რამდენიმე ტრამვის დატოვება მის გულში.ეჭვს ყველაფერზე იღებდა და ვერასდროს ვერავინ გამოაპარებდა ვერაფერს მას.ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა და გებულობდა ვინ რისი გამკეთებელი იყო კლასში.კლასელების დამცირება არ უყვარდა,რადგან პირიქით მათ ეხმარებოდა და გვერდში უდგებოდა რათა ვინმეს არ დაეჩაგრა. აქედან გამომდინარე მას კლასელებთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. თავისი კლასელებიდან სამეგობრო წრეც შექმნა და მასში ისეთი მოახვედრა ვინებსაც ერთნაირი სოციალური შეხედულებები გააჩნდათ. ყოველთვის ერთად რეაგირებდნენ და გზაზე ვინც გადაეღობებოდათ წინააღდეგობას ბოლომდე უწევდნენ. ~ მოზარდობა ~ მოზარდობის პერიოდში უკვე მან ისწავლა თუ როგორ მოეგვარებინა ესა თუ ის პრობლემა,რაც კლასში ან კლასის გარეთ ხდებოდა.სიტყვით ბევრი კამათი მოუგვარებია მას რითაც მტკიცდება მისი მჭერმეტყველება და დიპლომატიური საუბარი, მაგრამ გამონაკლისებიც ყოფილა.უკვე 6-ე კლასში ერთი გოგო მოეწონა და მასზე ბევრჯერ დაპირისპირება მოსვლია, როგორც "გოგოს წართმევა ერთმანეთისგან", ან კამათი რომელიმე ბიჭთან სკოლაში,რომლებიც ცუდად ეხებოდნენ.ასეთ ბიჭებს ის კაცებადაც არ აღიარებდა და თუ საჭირო გახდებოდა ფიზიკურადაც უსწორდებოდა.შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და 7-ე კლასში ახალი მეგობრები შეიძინა მან და ეს იყო იმ კონფლიქტების დამსახურება,რომლებიც მოსდიოდა მათთან,რადგან კონფლიქტი არის ერთ-ერთი საშვალება რითაც ადამიანის უნარ-ჩვევები,თვისებები,ღირებულებები და სხვა გამოხატულებები ვითარდება.უთანხმოებებით, შეცდომებით ხდება სწავლება ამა თუ იმ სწორი თვისებებისა. უკვე 13 წლის ასაკიდან მან შეძლო მისი სამომავლო გეგმების ჩამოყალიბება. დაიწყო საჭირო კურსებზე გავლა, რათა შეესწავლა კიბერ უსაფრთხოების მინიმალური დონე, მანამ სანამ, აღმოჩნდებოდა მაღალ სასწავლებელში. 15 წლის ასაკიდან შეეცადა პოლიციის აკადემიაში ჩაწერა, თუმცა არჩია დალოდებოდა 18-ე იუბილეს, რათა ჯარი მოეხადა პირველ რიგში. 18 წლამდე მან შეძლო დაახლოებით 40 პროცენტის კიბერ უსაფრთხოების კურსების გავლას და უკვე მას შეეძლო ამ საუკეთესო საშუალებით მცირე კიბერ თავდასხმის მოწყობა. ასეც იქცეოდა და ხშირად ცდილობდა Online საშუალებებით, რაც იმ დროისთვის იყო შესაძლებელი, ხალხის მოტყუებას და ზოგჯერ ეს მოტყუება შედეგს იღებდა. თავსაც კარგად ინახავდა ის და ადვილად არავის შეეძლო მისი გამოჭერა. ~ განათლება ~ განათლების თვალსაზრისით დამთავრებული აქვს მილანის საჯარო სკოლა,ნომრით მეხუთე,სადაც საბოლოო გამოცდაზე ტექნიკურ საგნებში უმაღლესი შეფასებები აიღო.შემდეგ კი მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტის ფაკულტეტზე ჩაააბარე მან და 4 კურსის გავლის შემდეგ, წარმათებით, მიიღო დიპლომიც.უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა გადასახლება უკვე ქალაქ Los Santos-ში.შემდეგ 2000 წელს მოხვდა ის უნივერსიტეტში ისევ მისი გადაწყვეტილებით,რათა გაევლო დარჩენილი უმაღლესი კურსები კიბერ უსაფრთხოებაზე. მან დაასრულა 4 კურსი, ზედმეტით 1 კურსი და საბოლოოდ 5 კურის შემდეგ მიიღო დიპლომიც. მან შეძლო ტექნიკური საგნების, როგორიცაა მათემატიკა და ფიზიკა, დაუფლებოდა და უკვე დაიწყო სამომავლო გეგმების ჩამოყალიბება სტრუქტურის მიხედვით. ~ პერიოდი ფედერალურ ბიურომდე ~ განათლების მიღების შემდეგ Tony-მ დაიწყო სამუშოას ძებნა, თუმცა ამ პერიოდში მას გააჩნდა უკვე 4 წლიანი კონტრაქტით მოპოვებული ჯარის ბილეთი, რომელიც გააჩნდა სამუდამო ვადით. მან შეძლო 3 წლით დიდხანს დარჩენა სამხედრო არმიის რიგებში, შედეგად მოიპოვა სამუდამო ვადა. 22 წლის ასაკიდან 30 წლამდე მან დაიწყო მუშაობა პოლიციის განყოფილებაში, კერძოდ მთავარ შტაბში შტატ California-ისა. მან დაახლოებით 3 წელი გაატარა საპატრულო დანაყოფში და შედეგად თვიდან თვემდე შეეცადა მიეღწია Sergeant წოდებამდე. ამ დროის მანძილზე მან უამრავი პირი, რომელიც მართლა დამნაშავე იყო დააკავა. შეძლო დაახლოებით 10-მდე უდანაშაულო პირის დაკავება პირადი მიზეზების გამო. ადამიანები, რომლებმაც მას წინ გადაეღობა საჭირო კავშირებით მოიშორა, მთავრობის დახმარებით, რომელიც დღემდე დამალულია. აქედან 3 პიროვნებაზე მან განახორციელა მკაცრი დაკითხვა, რათა საკმაოდ დიდი პრემია მიეღო და მათ მიმართ უამრავი ამაზრზენი თვისებაც გამოხატა. საბოლოოდ მან მოახერხა მათი ლიკვიდირება რათა ინფორმაცია არ გაჟონილიყო. 7 რანგის მიღების შემდეგ მან მოახერხა საგამომძიებლო დანაყოფში თავის ჩაწერა და გახდა Jr.Detective. ეს იყო რიგით 8 რანგი. 3 წელი მან გაატარა უშუალოდ ამ დანაყოფში პოლიციის განყოფილებისა. მან მოახერხა ისეთი საქმეები აღმოფხვრა რაც ბევრისათვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა. 2 საქმე, რომელიც ეხებოდა დიდ კანონიერ ქურდებსა და 1 მძიმედ დანაშაულებრივ კრიმინალური დაჯგუფებას, რომლის მეთაურთა საბჭოც წლების მანძილზე იძებნებოდა, იპოვა. მან მოახერხა ამ 2 კანონიერი ქურდის "გაფუჭება" თავის მხლებლებ პირებთან ერთად, რომლის სახელებსაც სპეციალურად არ ვასახელებთ. ეს იყო იმ დროისთვის მყოფი 2 განსაკუთრებული ინსპექტორი ფედერალური ბიუროსა.მათ მოსწონდათ თუნდაც შეურაწყოფის მიყენება დამნაშავეებზე და ხშირად გამოიყენებდნენ უწმაწურ სიტყვებს, როგორც Tony. ასევე ის იყო მხოლოდ ერთი, რომელიც მათზე ფიზიკურადაც ზემოქმედებდა, რათა გამოძიებას შედეგი გამოეღო. ამ 2-დან 1 კანონიერი ქურდის ლიკვიდირება მოხდა Tony-ს დავალებით, თუმცა მეორე, რომელიც გაიქცა დღემდე იმყოფება ერთერთ შტატში და სიცოცხლე შეუნარჩუნდა, რადგან გააჩნდა ოჯახი, რომელსაც მოშორებით უვლიდა. Tony-სათვის ეს საქმე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ოჯახს ობლობის საშუალება არ მისცა, თუმცა რომელიმე საქმის გახსენებისას ან რაიმე კრიმინალური დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ლივკიდირებასაც მოახდენდა. მთავარი იყო ინფორმაცია არ გაჟონილიყო რაც ხელთ გააჩნდა მას. ამ ინფორმაციის საშუალებით მან იპოვა ერთ-ერთი მძიმედ და მკაფიოდ შენახული საცავი, სადაც იმალებოდნენ ამ კრიმინალური დაჯგუფების წევრების მთავრები. ასეთი ადგილები,არამარტო California-ს შტატში,არამედ, კიდევ 3 სხვა შტატში იყო. მან თავისი კავშირები გამოძებნა ამ შტატში მისი სამეგობრო წრის დახმარებით და ზემდგომი პირების საშუალებით მოახერხა ამ ადგილების ლიკვიდირებაც. წლების მანძილზე ის 4 მთავარი პირი, რომელიც ამ საცავებში იყვნენ განლაგებულნი და ბრძანებებს გაცემდნენ, არსაიდან იძვრენდნენ თავს რაც შემდგომ მთავრობაში მყოფ შიდა პრობლემებს დაბრალდა. დანარჩენი 2 წელი მან გაატარა უშუალოდ სპეც რაზმის დანაყოფში, რათა ყველა სახის იარაღს დაუფლებოდა. მან გამოიარა 100-ობით მცირე და დაახლოებით 47-მდე მაშტაბური სპეც ოპერაცია. 30 წლის ასაკიდან ის გადადის სტაჟიორის პოზიციაზე ფედერალურ ბიუროში, რომელიც არის რიგით 47-ე განყოფილება აშშ-ში. მან გაიარა 5 წლიანი სტაჟი და აქედან ზედმეტად 2 წლიანი. შეძლო და დაეუფლა საჭირო გონებრივ ხრიკებს დამნაშავის გამოტყდომისთვის. ის სტაჟის მიღების პროცესშიც გამოყენებული იქნა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კიბერ უსაფრთხოების წევრი, და მან შეძლო საკუთარი ალგორითმების საშუალებით ამ ორგანიზაციის დახმარება. დროც ნელ ნელა გადიოდა და მან ამ 15 წლიანი გამოცდილების მეშვეობით,ფედერალურ ბიუროში, 10 წლის მანძილზე რამდენჯერმე, ხშირად, დაინიშნა დირექტორის პოზიციაზე. დღემდე ის მუშაობს California-ისა და San Andreas-ის ფედერალურ განყოფილებებში. მან მიიღო მეშვიდე ხარისხის სპეც აგენტის წოდებაც, რომელიც დღეისთვის, მის გარდა, კიდევ 5/6 ადამიანს გააჩნია, არის უმაღლესი წოდება. ~ ახლანდელი დრო ~ ახლა ის იმყოფება უშუალოდ ვიცე დირექტორის პოზიციაზე 47-ე განყოფილებაში, ხოლო 45-ე განყოფილებაში ის არის სპეც. აგენტის პოზიციაზე. დღემდე მიმდინარეობს მისგან უამრავი კიბერ თავდასხმები, თუნდაც პირადი მიზნებისთვის. ის ფარულად მოქმედებს და ცდილობს,კავშირების საშუალებით,კრიმინალთან შეთანხმებას. ცდილობს გადმოიბიროს ესა თუ ის საჭირო პიროვნება, ამა თუ იმ, ადგილებიდან და შექმნას ფედერალურ ბიუროში საკუთარი ვიწრო ჯგუფი. ის და მისი გუნდი, დღემდე გამოყენებულია კრიტიკულ შემთხვევებში დაკითხვებზე, სპეც ოპერაციებსა და ე.წ მთავარ ძებნილთა დევნაზე. მის გუნდში იმყოფება 2 წევრი მისი ღრმა ბავშვობიდან, კლასიდან, რომლებიც მხარში ამოუდგნენ და მასთან ერთად არა, თუმცა მოახერხეს საჭირო იურიდიული განათლების დაუფლება. დანარჩენი წევრები გაიცნო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში. ბევრი ახალგაზრდა მის ხელში იქნა გამოზრდილი, როგორც გამორჩეული სპეც, აგენტნი, ფედერალურ ბიუროში და ისინი ამ ვიწრო გუნდში იმყოფებიან. ამ პირების სახელები, როგორც Tony-ს დღემდე არის გასაიდუმლოებული და ყველას გააჩნია საკუთარი 7 ციფრიანი ნუმერაცია , ფედერალურ ბიუროში , და ასევე სააგენტო სახელწოდება, რომელსაც იყენებენ ერთმანეთის მისამართად საჯარო ადგილებში. დღემდე ის და მისი გუნდი, შეძლებისდაგვარად, ინარჩუნებს ფედერალური ბიუროს სახელს და ყოველ ახალწვეულს სათანადოდ "აღზრდიან", რათა მათი წასვლის შემდეგ დარჩეს ისეთი, როგორიც მიემსგავსება მათ და უფრო მეტად გააუმჯობესებს არსებულ სისტემას, სტრატეგიას. გუნდის სახელი უცნობია და მხოლოდ შიგნით მყოფებმა იციან თუ რა არი მათი დევიზი და სახელი. იციან რისთვის იბრძვიან და ვის როგორ მოექცნენ. მათთვის თითოეული პირი ეჭვმიტანილია, მანამ სანამ, მათი სრული საქმე არ იქნება გამოვკლეული და ხელთმისაწვდომი. ისინი დღემდე ცდილობენ "გააფუჭონ" კანონიერი ქურდების მოდგმა და დღესდღეობით მათი საქმე ეხება 3 დიდ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებზეც დღემდე მიდმდინარეობს დევნა, ლიკვიდირება, რომელიც ბევრისთვის ერთი შეხედვით უცნაური, გაურკვეველია, მაგრამ მე-2 შეხედვით, რომლის შესახებაც იცის უმცირესობამ, არის ნათელი. ~ რეზიუმე ~ 1) Bad Cop. 2) უხეში საუბარი [ზოგადად] (სერვერის წესების დაცვით). 3) მაღალჩინოსნის გაცემა.
  2. 1.პირადი ფოტო- https://www.mediafire.com/view/7epatnfim80cfyg/Falcon.png/file 2. სახელი, გვარი - Tony Falcone. 3. ასაკი - 45 წლის. 4. დაბადების ადგილი - Milan,Italy. [5] "მშობლების ისტორია" მამა Tonio Falcone, დედა Merlina Fortebratcci.მამა ქალაქ მილანში დაიბადა 1955ში,გაიზარდა ერთ-ერთი მაფიოზის ოჯახში და შემდეგ ნეპოტიზმით ფეხი მოიკიდა პოლიტიკაში.იყო სახელმწიფო მოხელე იტალიის ქალაქ მილანში და ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური.ამ დროის განმავლობაში მისი კრიმინალური საქმეების შესახებ არავინ იცოდა,გარდა მისი მეგობრებისა,რომლებიც მასთან ერთად მოდიოდნენ.კრიმინალური დაჯგუფება "La Cosa Nostra" მათ დაჯგუფებას ხელს უშლიდა სხვადასხვა ბიზნესის ხელის ჩაგდებაში,რის შემდეგაც დაიწყო ომი.ბიზნესი,რომელიც მდებარეობდა შტატ San Andreas-ში,კერძოდ ქალაქ Los Santos-ში დიდძალ მოგებას იღებდა.მილანში მყოფი ბიზნესებიდან რამდენიმე უკვე კონტროლის ქვეშ იყო თუმცა ეს ბიზნესი მნიშვნელოვანი იყო,რაც უფრო მეტ მოგებას აძლევდა ამ დაჯგუფებას.პოლიტიკური თვალსაზრისით Tonio-მ მოახდინა ბიუჯეტიდან თანხების გამოძალვა და შეძენა არალეგალური ნივთების,რომელიც ომში გამოსადეგარი იქნბოდა.ეს ომი დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ მამაჩემის საკუთრებაში დარჩა,თუმცა შემდეგ დროთა განმავლობაში და Tonio-ს პენსიაზე გასვლაში ეს ბიზნესი დაიკარგა,რის შედეგადაც ბიზნესი არალეგალურად სხვის ხელში აღმოჩნდა.დედა გახლდათ სოფელ Marzamemi-დან,სადაც დაიბადა,გაიზარდა და მიიღო განათლება.მამას მილანში ავტობუსში შეხვდა და გამოლაპარაკების შემდეგ გაიცნო.მათ ერთმანეთი გაიცნეს და შემდეგ 1973 წელს დაქორწინდნენ.Merlina პატიოსანი გახლდათ და Tonio-ს საქმეებში არ ერეოდა,თუმცა იცოდა თუ გამოუვალ მდგომარეობაში რა მოემოქმედა.იცოდა იარაღის გამოყენებაც და ამის ლიცენზიაც გააჩნდა.Revolver ნომრად "105" მის საკუთრებაში იყო და მილანის პოლიციამაც ამაზე იცოდა.მისი გამოყენება მხოლოდ თავდაცვითი მიზნისთვის შეეძლო.შეუღლების შემდეგ 1 წელიწადში 1974 წელს Tomy Falcone შეეძინათ,ხოლო 1976 წელს Tony.შემდეგ Tonio-მ იმ ბიზნესის უფრო მეტად გაკონტროლებისთვის გადაინაცვლა აშშ-ს შტატ სან ანდრეას-ში,კერძოდ ქალაქ Los Santos-ში.აქედან კი იწყება უკვე Tonio-ს ბნელი მხარეები და მილანში დაწყებული ომი,რომელიც ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის მოხდა.ერთი Tonio-ს დაჯგუფების და მეორე Antonio-ს დაჯგუფების.Antonio იყო მეორე მტერი,რომელიც ცდილობდა Tonio-ს ყველა ბიზნესის ხელში ჩაგდებას.მილანიდან აქეთ გადმოსვლისას მეთაური იმ დაჯგუფებას დარჩა,თუმცა მეთაურის სახელი და გვარი უცნობია.დღესაც არავინ იცის,რადგან ყველა დაღუპულია ვინც მას იცნობდა.Tonio-ს დაჯგუფებას სახელად "Gotti" ერქვა.ამ დაჯგუფების დაშლის შემდეგ ერთ ერთი იტალიელის მიერ აშშ-ში შტატ სან ანდრეასის ქალაქ სან ფიერო-ში შეიქმნა "Gotti",რომელიც დღესაც ასპარეზსს არ ჩამორჩება და ნელ ნელა იწყებს გამოფხიზლებას.მისი ძველი მეთაური Claus Stauffenberg-ი,ხოლო ახალი Carusso Stauffenberg-ი გახლავთ.Tonio-მ ამ ორი ბიჭის შესახებ ყველაფერი იცოდა და იმასაც ფიქრობდა,რომ ისინი ამ სტატუსს აუცილებლად დაიმსახურებდნენ.იტალიაში მომხდარი ომი "Gotti"-სა და Antonio-ს დაჯგუფებას შორის 2 წელი გასტანა და ბიზნესების მფლობელებად ისევ "Gotti"-ს ხალხი დარჩა. 6. სქესი - მამაკაცი. [7] "გარეგნობა" 1) სიმაღლე-1,82 მ. 2) თმის ფერი-მოყავისფრო. 3) თვალის ფერი-მუქი ყავისფერი. 4) გააჩნია ულვაში. 5) სხეული: სუსტი. 6) წონა: 80 კგ. 7) ტატუები-არ გააჩნია. [8] "ბავშვობა" ბავშვობიდანვე ცელქი გახლდით.საკმაოდ მიყვარდა და მიტაცებდა სათამაშო იარაღები,ასევე მანქანები.მომწონდა მამასთან ერთად მაფიოზ მეგობრებთან შეხვედრა და მათთან გასაუბრება.რათქმაუნდა არ ხდება ყოველთვის ჩემი იქ ყოფნა,რადგან ბავშვი ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემთვის ადრე იყო,რომ გამეგო აბსოლუტურად ყველაფერი კრიმინალურ დაჯგუფებებზე.3 წლის ასაკში სამუშაოს გამო დედამ ძიძა მოიყვანა და მან 6 წლამდე გამზარდა.საკმაოდ მიყვარდა ეს ქალბატონი და მახალისებდა მისი დანახვა ყოველ მოსვლაზე.6 წლის ასაკში შემიყვანეს სკოლაში და ამ დროიდან უკვე დავიწყე სწავლებები.საკმაოდ მიყვარდა ტექნიკური საგნები და ვცდილობდი ბოლომდე მომერგო ჩემი თავისთის ეს საგნები.მიტაცებდა ისტორიაც მშობლიური ქვეყნისა და არც მიძნელდებოდა.ბავშვობიდანვე მოხდა იმ თვისებების ჩამოყალიბება,რაც მაფიოზს შეეძლო.ეჭვს ყველაფერზე ვირებდი და ვერასდროს ვერავინ გამომპარებდა ვერაფერს.რათქმაუნდა ყველა ადამიანს გამოპარვია რამდენჯერმე თუმცა მე ძალიან ბევრჯერ არა.ყველას და ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვგებულობდი ვინ რისი გამკეთებელი იყო კლასში.კლასელების დამცირება არ მიყვარდა,რადგან პირიქით მათ ვეხმარებოდი და გვერდში ვუდგებოდი რათა ვინმეს არ დაეჩაგრა.პირელი კლასიდანვე დავიწყე პარალელ კლასელებთან ჩხუბი და მიზეზი რათქმაუნდა შეურაწყოფა იყო.ეს ბავშვური ჩხუბი იყო და რათქმაუნდა არაფერს წარმოადგენდა დიდად.კამათში ყოველთვის ვცდილობდი თავიდანვე სიტყვით ამეხსნა სიტუაცია და სიტყვითვე დამემთავრებინა,მაგრამ სულ დაპირისპირებით მთავრდებოდა,რაზეც Merlina მიბრაზდებოდა.ვითვალისწინებდი დედის ნათქვამსაც მაგრამ არ შემეძლო 2 კვირაში ერთხელ მაინც,რომ არ მეჩხუბა.ეს ყველაფერი ბავშვობაში მოხდა და ვიზეც კი ხელი ამიწევია ბავშვობიდან ახლა ჩემი მეგობრები გახლავთ. [9] "მოზარდობა" მოზარდობის პერიოდში უკვე ვისწავლე თუ როგორ მომეგვარებინა ესა თუ ის პრობლემა,რაც კლასში ან კლასის გარეთ ხდებოდა.სიტყვით ბევრი კამათი მომიგვარებია,მაგრამ გამონაკლისებიც ყოფილა და დაპირისპირებაშიც გადამსვლია.უკვე 5-ე კლასში ერთი გოგო მომეწონა და მასზე ბევრჯერ დაპირისპირება მომსვლია ან კამათი რომელიმე ბიჭთან სკოლაში,რომლებიც ცუდად ეხებოდნენ.ასეთ ბიჭებს მე კაცებსაც არ ვუწოდებდი და ფიზიკურად ვუსწორდებოდი.შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და 6-ე კლასში ახალი მეგობრები შევიძინე და ეს იყო იმ კომფლიქტების დამსახურება,რომლებიც მომდიოდა მათთან,რადგან კომფლიქტი არის ერთ-ერთი საშვალება რითიც ადამიანის უნარ-ჩვევები,თვისებები,ღირებულებები და სხვა გამოხატულებები ვითარდება. [10] "განათლება" განათლების თვალსაზრისით დამთავრებული მაქვს მილანის ნომერ მეხუთე სკოლა,სადაც საბოლოო გამოცდაზე ტექნიკურ საგნებში უმაღლესი შეფასებები ავიღე.შემდეგ კი მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტის ფაკულტეტზე ჩავაბარე და 5 კურსი გავიარე.მეხუთე კურსძე კი საბოლოოდ ჩავაბარე და დიპლომიც მივიღე.უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა გადასახლება უკვე ლოს სანტოსში.შემდეგ 2000 წელს მოვხვდი უნივერსიტეტში ისევ ჩემი გადაწყვეტილებით,რათა მიმეღო კომპიუტერული განათლება ფაკულტეტის თვალსაზრისით და 3 კურსის შემდეგ მივიღე კიდევაც დიპლომი.ამის შემდეგ შეიძლება ითქვას,რომ 2 დიპლომიანი ვარ. [11] "ახლანდელი დრო" ახლა ვარ ლოს სანტოსის სახელმწიფო ორგანოების თანამშრომელი,რომელიც აკვირდება მთავრობის სტრუქტურებს და იღებს ინფორმაციებს მათგან.ასევე მინდა ავღნიშნო,რომ მაქვს კავშირი სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან,მაგ: "48 ქუჩის პატარა განგსტერებთან",ასევე კრიმინალურ დაჯგუფება "Biker Club"-თან.ამ ორ კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირის გაბმის შემდეგ მოვახდინე რამდენიმე მაფიოზის გაფაქტვაც.განგსტერების დახმარებით მოხდა ნარკოტიკული საშვალებების გაქრობა და ამით მათ ნარკოტიკული საშვალებების გამოყენება ავუკრძალე.მისი გამოყენების შემთხვევაში ზომებსაც მივიღებ რათქმაუნდა.ასევე ავღნიშნავ 1 თვის წინ მომხდარ ფაქტს ქალაქის ბანკში,როდესაც მოხდა მათ მიერ თავისუფლად აღება.დახმარების გაწევა მოხდა ჩემს მიერ.ასევე მოხდა განგსტერების მიერ რამდენიმე თვის წინ მერის გატაცება და მისი გამოკვლევა,რომ ის ერთ-ერთი გერმანელი მაფიოზი იყო.რათქმაუნდა მოხდა დაკავება და მისი დაკითხვაზე შელამაზებაც.ასევე კრიმინალურ დაჯგუფებებთან ხელშეკრულების თვალსაზრისით მაქვს უფლება არალეგალური იარაღის მიწოდებისთვის.დაახლოებით 1 კვირის წინ კი როგორც მოგეხსენებათ მოხდა პრემიერის გატაცება,სადაც მონაწილეობდა განგსტერები რათქმაუნდა და პრემიერის ბნელი მხარეც უკვე დამტკიცებულია.მისი გადაყვანა მოხდა დაკითხვაზე და მან საბოლოდ შელამაზებისგან მიღებული ტრამვების შემდეგ აღიარა მისი მაფიოზური საქმეები.მოხდა განგსტერებთან ერთად მალულად ამ საქმის გამოძიება და მაფიის ადგილმდებარეობის დადგენა.ახლა კი მიმდინარეობს ისევ დაკვირვება და მალევე მათაც არ აცდებათ შელამაზება.ქრთამის საშვალებით დღეს დღეისობით შეგზავნილი მყავს რამდენიმე თანამშრომელი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში,საიდანაც ინფორმაციებს ვიღებ და ვიგებ თუ ვინ რას იღებს და ვინ რას ჩალიჩობს.ბევრ მათგანზე ინფორმაციაც მაქვს და ახლო მომავალში მათაც არ აცდებათ შელამაზება.განგსტერებთან ერთად ვახდენ იტალიაში,კერძოდ მილანში მაფიების გაკონტროლებას და მათი ბიზნესების გაკონტროლებასაც.მოკლედ და კონკრეტულად მილანში მყოფი 118 ბიზნესიდან 90 ჩემს დაქვემდებარებაშია.შემოსავალიც დიდია და შესაბამისად ქრთამის გაცემაც ბევრია. [12] "რეზიუმე" 1.1) ქრთამის გაცემა. 1.2) კრიმინალთან კავშირი. 1.3) დამნაშავეზე უხეშად მოპყრობა. 1.4) დამნაშავის მიმართ უხეშად საუბარი. 1.5) არაფორმალურ გარემოში დამნაშავის დაკითხვა.
×
×
  • შექმნა...