Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

Goloba

Member
  • სულ კონტენტი

    22
  • დარეგისტრირებული

  • ბოლო შემოსვლა

საზოგადოებრივი რეპუტაცია

0 Neutral

ბოლო პროფილის სტუმრები

ბოლო ვიზიტორები გამორთულია და ის სხვა მომხმარებლებისთვის არ არის ნაჩვენები.

  1. 1. სახელი გვარი: Goderdzi_Andguladze 2. ასაკი: 78 3. დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი 4. მშობლები: დაეღუპა საკმაოდ ადრე (უცნობია) 5. ნაცია: ქართველი 6. სქესი: მამრობითი 7. ოჯახური მდგომარეობა: უცოლო 8. სიმაღლე: 1.72 9. თმის ფერი: ჭაღარა 10. თვალის ფერი: მუქი ყავისფერი 11. აღნაგობა: მოხუცი 12. შრამი: ტანზე და ფეხზე მშობლები: გოდერძის ოჯახი ცხოვრობდა საქართველოში. გოდერძიმ არ იცის არც ერთის სახელი და გვარი, ამის მიზეზი კი მათი ადრეული გაუჩინარებაა. მითები ამბობენ, რომ ქალბატონი ღალატობდა თავის მეუღლეს, მან კი ეს გაიგო და გადაწყვიტა უბრალოდ შეშვებოდა ცოლს. მამა გაუჩინარდა, დედაც... პატარა გოდერძი კი ბებიამ დაიტოვა რომელიც მალევე გარდაიცვალა და გოდერძი უკვე დიდი იყო იმისთვის, რომ ცხოვრება მარტო გაეგრძელებინა. ბავშვობა: გოდერძი დაიბადა 1944 წლის 14 იანვარს. გოდერძის ყავდა ორი ძმაკაცი სოფლიდან, ელგუჯი და სევასტი. ისინი გოდერძის მოგვარეები იყვნენ. სევასტი გოდერძზე ექვსი სართულით მაღლა ცხოვრობდა, ელგუჯი კი რამოდენიმე უბნის მოშორებით, თუმცა დისტანცია არ უშლიდა ძმაკაცებს ერთმანეთის ნახვას და ისინი ყოველდღე ერთად ერთობოდნენ. დადიოდნენ ქუჩა ქუჩა, თამაშობდნენ კენჭობანას, ასკინკილას და სხვა გასართობ თამაშებს. გოდერძი და სევასტი ბაღში ერთად დადიოდნენ, ელგუჯი კი კვლავ დაიჩაგრა და მისმა ოჯახმა სხვაგან შეიყვანა. წლები უდარდელად გადიოდა, რაც უფრო იზრებოდნენ ბიჭები, უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. უბანში გაიცნეს ახალგადმოსული ბიჭი, სახელად ანტონი, რომელიც მათზე ერთი წლით უფროსი იყო. ცხოვრება ოთხმა ერთად გააგრძელა. ახალგაზრდობა და ადრეული ასაკი (50): ბიჭები წამოიზარდნენ, წვერიც ამოსდიოდათ... დაამთავრეს სკოლა, უნივერსიტეტში კი ანტონის გარდა სამივე ჩაირიცხნენ. სიგარეტის მოწევის სურვილი ოთხივეს ერთად გაუჩნდა და ისინი 21 წლის იყვნენ, როდესაც უკვე სიგარეტს ეწეოდნენ. დალევით კი თოთხმეტი წლის ასაკიდან სვავდნენ. გოდერძი მუშაობდა სტამბაში, სევასტი დიზაინზე, ელგუჯმა მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, ანტონი კი პაპას ეხმარებოდა სოფელში და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. ოთხივეს თავიანთი შემოსავლის წყარო ჰქონდა. კრიმინალური ცხოვრებით არასდროს უცხოვრიათ, სანამ ქვეყანაში ომი არ გაჩაღდა. 1992 წელს, რუსეთმა წამოიწყო ომი აფხაზეთში, ოთხი ძმაკაცი გაიძახეს ომში, მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, რომ ისინი ცივსისხლიანები იყვნენ და ყოველგვარი ნერვიულობისა და დარდის გარეშე შეეძლოთ ადამიანი სიცოცხლეს გამოესალმათ. საქართველომ ომი წააგო, ომიდან მხოლოდ სამნი დაბრუნდნენ, ანტონი ომს შეეწირა და უბანში მისი სახელობის წყარო დადგეს. გოდერძი, ელგუჯი და სევასტი ომიდან დაბრუნდნენ და დაჯილდოვდნენ გენერალის მიერ, ანტონი კი მათ გულში დარჩა. 2008 წელს კვლავ განახლდა ომი ორ ქვეყანას შორის, ბიჭებმა გადაწყვიტეს კვლავ დახმარებოდნენ სამშობლოს, თუმცა ასაკის გამო მათ უარი მიიღეს, სამივენი სამოც წელს იყვნენ გადაცილულები. ომის დასრულების შემდეგ, გოდერძიმ გადაწყვიტა სამშობლოდან წამოსვლა და ლოს სანტოსში გაემგზავრა, რამდენიმე წელში მისი ძმაკაცებიც მასთან დაბრუნდნენ და სამი მოხუცი ცივსისხლიანი კვლავ ერთად შეიკრიბა, ამჯერად ქალაქ ლოს სანტოსში. ახლანდელი დრო: მოხუცები ყოველთვის თან ატარებენ იარაღს უსაფრთხოების მიზნით, ისინი არ ერჩიან არავის მიზეზის გარეშე, თუ მათ მიზეზი აქვთ რომ ვინმეს რაიმე დაუშავონ, ჯობია მოერიდოთ. გოდერძი ფლობდა რამდენიმე მილიონს, რომელიც არავინ იცის საიდან ჰქონდა, ჭორები თავისას აკეთებენ და ქალაქში ამბობენ რომ მან ლოს სანტოსის ბანკი დააყაჩაღა და ფული ისე გაიტანა, რომ არავის არაფერი გაუგია. გოდერძის ყავს 2022 წლის BMW M8 რომლის გაყიდვასაც არასდროს აპირებს და ანდერძში უწერია, რომ მანქანასთან ერთად უნდა დაიმარხოს. გოდერძი მუშაობდა მერიაში დაცვად, თუმცა გამოაგდეს, რადგან მერს მეტი ვერ მოუთმინა ამპარტავნობა და მერიაში პისტოლეტი ესროლა და ფეხებში დაჭრა. ამის გამო მან გადაიხადა ფულადი ჯარიმა და ერთ წლიანი სასჯელი მოიხადა. ამჯერად მისი საქმიანობა არალეგალური ნივთების გაყიდვაა და ფულს ამით ირჩენს. ის ბიჭებთან ერთად ყოველ დღე ერთობა, დადის კლუბებში და თუ ვინმე რამეს ეტყვის, მეორე დილა არასდროს უთენდება.
×
×
  • შექმნა...