Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

Mark_Compton

Member
  • სულ კონტენტი

    50
  • დარეგისტრირებული

  • ბოლო შემოსვლა

  • Days Won

    2

ყველა Mark_Compton - ს პოსტი

  1. სახელი გვარი: Mark Compton მამის სახელი გვარი: Joseph Compton პროფესია: პოლიციელი დედის სახელი და გვარი: Liliana Cempbell-Compton პროფესია: ექიმი ასაკი: 26 წლის. დაბადების თარიღი: 30/09/1994 დაბადების ადგილი: San Andreas. America სქესი: მამრობითი. ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელიი. სიმაღლე: 175 სმ. თმის ფერი: შავი. თვალის ფერი: ყავისფერი. წონა: 85 კგ. კანის ფერი: თეთრი. განათლება: იურიდიული. საცხოვრებელი ადგილი: USA, San Andreas-ის შტატი. დაბადება: 1994 წლის 30 სექტემბერია, 21:03 წუთია გარეთ სუსხიანი ქარი ქრის. ამ დროს კი სამშობიაროდან ისმის კივილის ხმა, რომელსაც თან ერთვის კაცის დამამშვიდებელი და გამამხნევებელი საუბარი, დიახ ესენი იყვნენ Lilliana და Joseph, რომელიც ელოდებოდნენ მისი პირველი შვილის დაბადებას. და აი ისიც ცოტა რთულად, თუმცა სულ მალე დაიბადა ბიჭი, რომელსაც შემდეგში დაარქვეს Mark, Mark Compton-ი. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ქონდა მათ შეეძინათ ნანატრი ბიჭი, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდათ. 2 კვირის შემდეგ ეს პატარა ოჯახი გაწერეს სამშობიაროდან და შეუდგნენ უდარდელ და ბედნიერ ცხოვრებას. ბავშვობის ადრეული პერიოდი : მშობლები პატარა Mark-ზე ძალიან ზრუნავდნენ. პატარა ანგელოზი მათი ნანატრი შვილი იყო, რომელსაც წლობით ელოდებოდნენ, ამიტომაც მას ცივ ნიავს არ აკარებდნენ. 2 წლის Mark-მა უკვე დამოუკიდებლად ისწავლა სიარული, ამასთან ერთად ნელ-ნელა სწავლობდა ლაპარაკს. იგი უმეტეს დროს მამა Joseph-თან ატარებდა, ამიტომაც არავის გაკვირვებია მისი პირველი სიტყვა „მამა“ რომ იყო. Mark-ს არანაკლებ უყვარდა დედა Lilliana, თუმცა დროის უმეტესი ნაწილს მამასთან თამაშში ატარებდა. ამ ყველაფერს კაცში უდიდეს სიხარულს იწვევდა სიგიჟემდე უყვარდა მას შვილი. 5 წლამდე ისინი ასე უდარდელად ცხოვრობდნენ. ბავშვობა: 5 წლის Mark-ს უკვე უწევს სკოლაში შესვლა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 5 წლის ასაკში Mark-ს უკვე უნდოდა პოლიციელობა, რადგანაც მამამისიც ამ გზას იყო გაყოლილი. მას ლოს სანტოს პოლიციის დეპარტამენტში ქომანდერის წოდება გააჩნდა. ამიტომაც პატარა Mark-ს მოწონდა, როდესაც მამა კრიმინალს ებრძოდა და ბოროტმოქმედებს აკავებდა. 5 წლის ასაკში მან დაიიწყო სწაავლა ლოს სანტოსის საჯარო სკოლაში ეს მოვლენა ხდება 1999 1 სექტემბერს. Mark-ი ამ დროს როგორც უკვე ავღნიშნე 5 წლის ასაკის იყო და ხდებოდა 6 წლის. Mark-მა სწავლა კარგად დაიწყო წარჩინებული მოსწავლე გახლდათ. იგი ძალიან მოწადინებული იყო რითიც მშობლები ნამდვილად ამაყობდნენ. 5 წლის ასაკში სანამ სკოლაში შევიდოდა მან წინასწარ იცოდა წერაც და კითხვაც, რაშიც დედას Lillian-ს მიუძღვის დიდი როლი. ბავშვობა თითქმის ასე უდარდელად მიდიოდა თუმცა... ბავშვობის მძიმე ტრამვა 10 წლის ასაკში Mark-ს თავს დაატყდა დიდი უბედურება მისი მამა, რომელიც მისი ძირითადი ამღზრდელი, მეგობარი, მისაბაძი პიროვნება იყო უბედურ შემთხვევით გარდაიცვლება. Joseph-ი კვდება ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გაჩხრეკვა/დაკავების დროს, როდესაც მას ბრმა ტყვია შეიწირავს. ამ ამბავმა 10 წლის Mark-ზე ძალიან იმოქმედა. მოზარდი ფსიქოლოგიურად განადგურდა ვერ ახერხებდა სკოლაში სიარულს, დასჭირდა ფსიქოლოგთან სიარული. ამ პროცესს დასჭირდა კვირეები, თვეები და საბოლოოდ ბოლომდე მაინც ვერ განიკურნა. Mark-ი საკუთარ თავში ჩაიკეტა უარი თქვა საკუთარ მეგობრებზე, რომლებიც სკოლაში გაიჩინა. მას მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში შური ეძია იმ მკვლელზე, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დასჭირვებოდა. გავიდა წლები ლილიანა ძალიან ნერვიულობდა პატარა Mark-ზე. დაახლოებით 14-15 წლის ასაკში Mark-ს ძალიან უჩვეულო რამ დაემართა. მას დაეწყო ხასიათის უეცარი ცვლილება, კერძოდ თუ 1 წუთს იგი მშვიდი ბავშვი იყო მეორე წუთს შეიძლებოდა ფეთქებადი ხასიათი ჰქონოდა და ვინმესთვის რაიმე დაეზიანებინა. ლილიანამ თავიდან არ გაამახვილა დიდი ყურადღება ამ ფაქტზე თუმცა ამ მოვლენას სხვა გამოვლინებებიც დაეწყო: კერძოდ გულმავიწყობა. Mark-ის დედა ექიმი იყო ამიტომაც მას ეშინოდა ეს არ ყოფილიყო ბავშვობის ტრამვიდან გამოწვეული „დისფოზიციური აშლილობა“ იგივე პიროვნების გაორება. Mark-ს ჩაუტარდა დიაგნოზი და სამწუხაროდ დედის ვარაუდი გამართლდა. 15 წლის Mark-ს დაუდგინდა ფსიქოლოგიური დაავადების მცირე ზომები: სახეზეა „დისფოზიციური აშლილობა“ ამ ყველაფერს თან ართავს იმ დროინდელი ექიმის ხელმოწერა და დიაგნოზი: „პაციენტს ინიციალებით მ.კ’ს დიაგნოზი: ამა წლის 2009 წლის 25 მაისის დიაგნოზი, ხელს აწერს ექიმი: Nick Marshall. პაციენტ Mark Compton-ს უტარდებოდა 2 თვიანი რეაბილიტაციის კურსი, რომელიც იმყოფებოდა დაკვირვებაში. პაციენტს სახეზე აქვს პიროვნების გაორების ნიშანები, თუმცა მცირე ფორმებში. ეს ყველაფერი გამოწვეული შეიძლება იქნეს მამის სიკვდილის შედეგად. ამ მოვლენის დროს მას მიადგა უდიდესი ფსიქოლოგიური ტრამვა, რა დროსაც მას დაემართა პიროვნების გაორება. იგივე „დისპოზიციური აშლილობა“ იმის გათვალისწინებით, რომ Mark-ს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ამიტომ Lillian-მა ექიმს არ გამოაქვეყნებინა პაციენტის დიაგნოზი ნუ ერთის სიტყვით ფარულად დაუსვა ექიმმა დიაგნოზი და არ გაასაჯაროვეს, იმ მიზნით, რომ შემდგომში კარიერაში ხელი არ შეშლოდა. განათლება: სკოლის დამთავრების შემდეგ 2012 წელს Mark-მა დაამთავრა ლოს სანტოს’ის საჯარო სკოლა. შემდგომ უკვე მან 18 წლის ასაკში გადაწყვიტა ჩაებარებინა პოლიციის აკადემიაში და მართლაც სისრულეშიც მოიყვანა ეს სურვილი. მამის სახელის გამო მას თითქმის გაკაფული ჰქონდა გზა. Joseph-ის მეგობრები მას ყველაფერში ეხმარებოდნენ. 2016-17წწ-ში Mark-მა დაამთავრა პოლიციის აკადემია რა დროსაც დაიწყო მუშაობა პოლიციის აკადემიაში კადეტის წოდებაზე. კარიერა: პოლიციის აკადემიაში 2017 წელს უკვე ჩაირიცხა როგორც კადეტი. Mark-მა მონდომებით დაიწყო მუშაობა. იძენდა ბევრ საჭირო უნარ-ჩვევებს, რაც პოლიციელს სჭირდება. მას არ ასვენებდა ის მოტივი, რომ შური ეძია მამის მკვლელზე, როგორც არ უნდა მოეხერხებინა ეს იქნებოდა სამართლის თუ ხულიგნური გზით. როდესაც უკვე დააწინაურეს, რაშიც ეხმარებოდა მამის მეგობარო იმდროინდელი შტატის შერიფი. მან უფრო მეტად იგრძნო ძალაუფლება. იგი უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებდა რუსული წარმომავლობის კანონიერ ქურდებზე, სწორედ მათთგან ერთ-ერთმა იმსხვერპლმა მამამისი. ამიტომაც აქედან უჩნდება ზიზღი რუსების მიმართ. მისმა ფსიქოლოგიურმა წნეხმა თავი იჩინა ერთ-ერთი რუსი ქურდის აყვანის დროს, რა დროსაც Mark-ი პირისპირ დარჩა რუსთან. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე საფრთხეს აღარ წარმოადგენდა და დაჭერილი ყავდა Mark-ში ადგილი იჩინა რუსების და ზოგადად დამნაშავის ზიზღმა იგი უყურებდა კრიმინალს თვალებში ატყობდა რომ უმწეო მდგომარეობაში იყო ამან სიხარული მოგვარა Mark-ს სიცილი დაიწყო და ტყვია დაახალა შუბლში დამნაშავეს. ხოლო ოქმში კი ჩაწერა, რომ რუსი დამნაშავე მას თავს დაესხა და წინაამღდეგობას უწევდა. რა თქმა უნდა ამის გამო არავის არ გამოუთქვამს პრეტენზია, რადგანაც მასთან იქ მყოფი არცერთი პოლიციელი არ იყო ამ საქმეს არ ყავდა მოწმე. ასევე Mark Compton-ს ჩუმად ყავდა ერთგვარი „ინფორმატორი“ განგსტერების სახით, რომელთანაც ქრთამს იღებდა სანაცვლოდ კი მათგან საჭირო ინფორმაციას ღებულობდა. ეს ყველაფერი ხდება არაკანონიერი გზით თუმცა ფარულად. უფროსები ხედავენ მხოლოდ მის მონდომებას კრიმინალის კანონიერი გზით ბრძოლის შესახებ და უფასდება კიდეც ნამდვილად. მას მოწვევა მისდის გამოძიების ფედერალურ ბიუროდან (FBI) სადაც უკვე აგრძელებს მის კარიერას როგორც, აგენტის წოდებაზე. შეიძლება ითქვას Mark-მა ახალი შესაძლებლობები იპოვა იმისთვის, რომ ებრძოლოს კრიმინალს იგი უკვე აგენტის რანკიდან იწყებს ახალ ეტაპს. მას უჩნდება ახალი შესაძლებლობები და უფრო მეტად უახლოვდება კრიმინალურ სამყაროს. რეზულტატი: 1) ქრთამის აღება. 2) მოლაპარაკებები კრიმინალთან. 3) ხასიათის ცვლილებადობა (დაავადებიდან გამომდინარე) 4)დამნაშავების მიმართ უხეშად საუბარი და მოპყრობის უფლება. ( სერვერის წესების ფარგლებში ). 5) გარკვეული სახის არაკანონიერი ქმედების ჩადენის უფლება
×
×
  • შექმნა...