Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

Katrina

Member
  • სულ კონტენტი

    10
  • დარეგისტრირებული

  • ბოლო შემოსვლა

საზოგადოებრივი რეპუტაცია

0 Neutral

1 გამომწერი

ბოლო პროფილის სტუმრები

336 profile views
  1. 1. პირადი ფოტო - 2. სახელი, გვარი - Katrina Carrasco 3. ასაკი - 40 4. დაბადების ადგილი - Los Santos. 5. მშობლები - კატრინას მამა - ალ დეი-კარასკო ცნობილი პოეტი იყო და შვილს ყველაფერში მხარდაჭერას უცხადებდა. დედა - ჯილ ბლექონი, გავლენიანი კინომაგნატის ქალიშვილი იყო. მსახიობს ბავშვობიდანვე ამეცადინებდნენ თეატრის პედაგოგებთან და რეპეტიტორებთან. მომავალი, თითქოს უღრუბლო სჩანდა, მაგრამ ერთ წამში დაინგრა ყველაფერი... 13 წლის ასაკში, კატრინას მამა კიბოთი გარდაეცვალა. ამ მოვლენამ გოგოს დიდი სულიერი ტრავმა მიაყენა. მას პრობლემები გაუჩნდა თანაკლასელებთან. ხულიგნობის გამო, ის ელიტური სკოლიდან გარიცხეს. ამის შემდეგ, ყველაფერი აირია. ახალ სკოლაში დენიელი ახალგაზრდული ბანდის წევრი გახდა, შემდეგ კი - მუდმივი პრობლემები ჰქონდა სამართალ დამცავებთან.. 6. სქესი - მდედრობითი. 7. გარეგნობა - სიმაღლე 1,80, თმის ფერი შავი, თვალის ფერი შავი, აღნაგობა ჩამოყალიბებული ქალი, გამოირჩევა სილამაზით, არის ათლეტური, აქვს ერთი ტატუ ზურგზე წარწერით Blood. 8. ბავშვობა - ერთადერთ სულიერ საზრდოს იგი თეატრში პოულობდა, რომელიც მას არასოდეს დაუტოვებია. სკოლაში ჩამორჩენილობის კვალდაკვალ, მას უდიდესი წარმატებები ჰქონდა თეატრში, რამაც გარკვეულ წილად შეუწყო ხელი იმ გარემოებას, რომ სკოლა მშვიდობიანად დაემთავრებინა. რაოდენ პარადოქსად არ უნდა მოგვეჩვენოს, სწორედ, ინგლისურ ბანდებთან კავშირმა შეუწყო ხელი მსახიობის დიდ კინოში მოხვედრას. ზუსტად ამ პერიოდისთვის, 1994 წელს, რეჟისორი ჯონ შლეზინგერი თავისი ფილმისთვის „Bloody“, რამდენიმე „ქუჩის ბიჭს“ ეძებდა. საბოლოოდ, ყურადღება კატრინაზე და მის მეგობრებზე შეაჩერეს. მიუხედავად იმისა, რომ გოგომ ფილმში ეპიზოდური როლი შეასრულა, ამან გარკვეული გავლენა მოახდინა მის ცნობიერებაზე. კატრინმა გადაწყვიტა ცნობილი მსახიობი გამხდარიყო 13 წლის ასაკში. 9. მოზარდობა - 10 წლისამ ქურდობა დავიწყე. პირველად სახლიდან რომ გავიქეცი, 12 წლის ვიყავი. მამაჩემს არაერთხელ მოუწია პოლიციის განყოფილებაში მოსვლა ჩემ წასაყვანად. გამუდმებით ვჩხუბობდი, მთელ სამყაროზე ვიყავი გაბოროტებული და გახელებული. 14 წლისა საერთოდ წამოვედი სახლიდან. იმ დღიდან ქუჩა გახდა ჩემი სახლი, ნარკოტიკებსაც შევეჩვიე. ღამის გასათევი არსად მქონდა, ამიტომ ქუჩაში გაჩერებულ მანქანებს ვაღებდი და დილამდე იქ ვიძინებდი. დილით წყალს ვეძებდი ხოლმე, რომ პირი დამებანა. 10. განათლება - სწავლობდა ლოს სანტოსის სამხატვრო აკადემიაში ჯეიმს ლანგერტთან. იყო ერთ-ერთი პირველი ლოს სანტოსის მოქანდაკე ქალი. სტუდენტობის წლებიდანვე მონაწილეობდა გამოფენებში. არცერთი ნამუშევარი არ შემორჩენილა. . 11. ახლანდელი დრო - ქურდობაში პროფესიონალი გავხდი — ჩემთვის არც ვინმესთვის ხელიდან ჩანთის გამოგლეჯა წარმოადგენდა პრობლემას და არც ღამღამობით ბინებისა და აგარაკების ძარცვა. ამ საქმეში სახელი ისე გავითქვი, რომ მალე ცნობილმა ბანდამ „თანამშრომლობა“ შემომთავაზა. სახლებიდან ბანკების ძარცვაზე გადავედი. აგრესიული ხასიათის გამო მალე მოვიპოვე ავტორიტეტი ბანდაში. იარაღის გარეშე არსად დავდიოდი. სიმართლე გითხრათ, ძილის დროსაც იარაღი მედო თავთან. ძალადობა, ქურდობა, ნარკოტიკები, უზნეობა და ბილწსიტყვაობა ჩემი ცხოვრების წესი იყო. პოლიცია გამუდმებით დამეძებდა. რამდენჯერმე დამაპატიმრეს, წლები გავატარე გისოსებს მიღმა და პირობითი სასჯელიც არაერთხელ მოვიხადე.. 12. რეზიუმე - ქრთამის აღება, შანტაჟი, კრიმინალთან კავშირი.
×
×
  • შექმნა...