1.პირადი ფოტო : https://cdn.discordapp.com/attachments/989962969393811557/1007748477352169542/mm.jpg
2.სახელი გვარი - Lucas Mohawke
3.ასაკი - 37 წლის
4.დაბადების ადგილი - Texas,USA.
⑤
"მშობლები"
დედა Tejila Fertobracci და მამა Anthonyo Mohawke,არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა ამერიკელი წყვილი იყვნენ,მათ ოჯახი შექმნეს ტეხასში და დავიბადე მე 1985 წელს,ჩემი დაბადება მათი გზების გაყოფის საწყისი გახდა,მათი განსხვავებული საქმიანობების და ცხოვრების სტილის გამო,დედა ფედერალი იყო (იმ დროისთვის იშვიათად შეხვდებოდით ქალ ფედერალს),ხოლო მამა ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური,დედა კარგად ხედავდა იმ მოსალოდნელ საფრთხეს,რაც შეიძლება მამას ოჯახისთვის მოეტანა,ამის გამო დედამ გამომარიდა მოსალოდნელ საფრთხეს და დავტოვეთ ტეხასი,სადაც დავიბადე და ფეხი ავიდგი,9 წლის ასაკში Lucas-ი დედასთან ერთად საცხოვრებლად Los Santos-ში ბიძის სახლში გადადის(დროებით,სანამ სახსრები გვექნებოდა,საკუთარის შესაძენად),მაგრამ ამასთან ერთად ხშირად სტუმრობს ტეხასში დარჩენილ მამას,რაც დრო გადიოდა მით უფრო მესმოდა დედის,მემატებოდა ასაკი და მემატებოდა გონებაც,მეტად თვალნათელი ხდებოდა მამის და მისი დაჯგუფების წევრების საქმიანობის ავკარგიანობა,აქამდე თუ უკმაყოფილების განცდა მქონდა,ახლა ერთიორად მიხარია,რომ დავტოვე ის ქაოსი,რაშიც მამა იმყოფებოდა,რომ არა დედის ეს გადაწყვეტილება,მეც ამ ქაოსის ნაწილი გავხდებოდი და არავინ იცის რა როგორ განვითარდებოდა..
➅ სქესი
მამრობითი
⑦ გარეგნობა
სიმაღლე - 1,86 სმ
წონა - 82 კგ.
თმის ფერი - ქერა
თვალის ფერი - ქერა
სახასიათო ულვაშები.
➇
"ბავშვობა"
ბავშვობიდანვე კანონდამცველი ვიყავი,არ მიყვარდა ის უსამართლობა,რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა,შესაბამისად არც ვხუჭავდი თვალს ამაზე,საზოგადოებისგან ძალიან განსხვავებული ვიყავი,თუ სხვების მიზანი იყო განგსტერობა,მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მათი საქმიანობის,ერთი ასპექტი მახსოვს ჩემი ბავშვობიდან,რამაც სრულიად შემიცვალა მსოფლმხედველობა და სკეპტიკური გამხადა მათ მიმართ.ჩემი ერთ-ერთი მეგობარი Alex_Mazzerati მათ (კერძოდ მამამისის) საქმიანობას ემსხვერპლა,როდესაც ჩვენს უბანში გვერდითა ქუჩის განგსტერები გადმოვიდნენ,იმის მისაღებად,რაც მათთან ალექსის მამას მართებდა,მამამისი მათ გაექცა,შემდგომ ის დაგროვილი აგრესია,რაც მათში იყო მიმართეს უდანაშაულო ბავშვისკენ,სწორედ ამ დროს ალექსი ჩემი სახლისკენ გამოიქცა,მეც გავეშურე,კარის გასაღებად და სანამ კართან მივედი ფანჯრიდან დავინახე,როგორ ესროლეს ტყვია უდანაშაულო ბავშვს და გაიმეტეს სასიკვდილოდ. ალექსის თვალებში ბოლო წამებში დანახული შიში გახდა ჩემში იმის საწყისი და საფუძველი,რომ დამეწყო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ.
➈
"მოზარდობა"
სკოლის დამთავრების შემდგომ,ჩემს ცხოვრებაში დაიწყო გარდამტეხი ძვრები,გავარჩიე თეთრი შავისგან,ჩამოვიშორე ყველა და ყველაფერი,რაც ჩემთვის არ იყო პროდუქტიული,ვფოკუზირდი მხოლოდ ჩემს მომავალზე,ვიბრძოდი განვითარებისთვის,ყველაფერს ვაკეთებდი,იმისთვის,რომ დედისგან შექება მიმეღო,ჩემი მიზანი,ხომ სწორედ ის გზა იყო,რაც დედამ გაიარა ფედერალურ ბიუროში მოსახვედრად,ვაკვირდებოდი დედას თუ როგორ ათენებდა დღეებს და ღამეებს საქმის გამოსაძიებლად,ეს ნამდვილად ის იყო,რაც მე მსურდა და მივეცი ჩემ თავს პირობა,რომ ჩავაბარებდი პოლიციის აკადემიაში და შევიდოდი იმ წარმატებულ ხალხთა სიაში,რომლების კვალიფიკაციას და გადამზადებას გადიან ფედერალურ ბიუროში.
➉
"განათლება"
როგორც ამერიკაში ამბობენ „Dream Comes True”,ჩემი მიზანი და გეგმები წარმატებით შევასრულე,საუკეთესო სტუდენტთა შორის მოვხვდი,რომლებმაც უმაღლესი ქულებით დაამთავრეს პოლიციის აკადემია. ამის შემდგომ ამოგვარჩიეს რამოდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა წაგვიყვანეს ფედერალური ბიუროს სათავო ოფისში ვირჯინიის შტატში და გადაგვამზადეს ფედერალურ ბიუროში,სადაც ვისწავლე ისეთი ფუნტამენტალური საკითხები,როგორებიცაა : კონტრტერორისტული სამმართველო პოლიტიკა,აგენტურის სამსახური,FBI-ს ორგანიზაციული სქემა და სხვა მრავალი.. FBI-ს სასწავლო პროგრამაში დავყავი 20 კვირა,შემდგომ ჩამოვედი ჩემს მეორე სახლში Los Santos-ში,რათა გამეზიარებინა და სასარგებლოდ გამომეყენებინა შტატისთვის ის ცოდნა და გამოცდილება,რაც გამაჩნდა.
Ⅺ
"ახლანდელი დრო"
▬
ამჟამად დასაქმებული კვლავ ფედერალურ ბიუროში ვარ 21 წელია ამ საქმეში ვარ ახლა კი დამსახურებულად ვიკავებ ვიცე დირექტორის პოსტს,სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის განხრით,ვარ მძიმე დანაშაულების განეიტრალების და დარეგულირების ჰედი,ასევე ჩემს ზედამხედველობაშია,ფედერალური ბიუროს მტკიცებულებათა რეაგირების ჯგუფი.ამასთან ერთად ვარ მსხვილი ბიზნესების და უძრავი ქონების მფლობელი,ახლა სიცილით მახსენდება ის პერიოდი,როდესაც ბიძასთან ვცხოვრობდი და საჭმლის ფულიც კი არ გამაჩნდა,მაგრამ არასდროს მავიწყდება არცერთი ის ადამიანი ვინც საფუძველი და რესურსი მომცა იმისთვის,რომ ახლა ამდენისთვის მიმეღწია ხშირი სტუმარი ვარ ბიძასთან,ხომ მართლა მას ახალი ვილა გადავეცი მდიდრების უბანში,იმ გაწეული ღვაწლის სამადლობელად,რაც მე მისგან მივიღე.ამასთან ერთად ვარ ელიტის “Sacra Corona Unita”-ს დამფუძნებელი,ეს სახელი აერთიანებს Los Santos-ში არსებულ მაღალი ფენის საზოგადოებას.
▌ რეზიუმე ▌
1.კრიმინალთან კავშირი
2.დამნაშავესთან უხეშად მოპყრობა (სერვერის წესების მიხედვით)
3.ქრთამის აღება
4.დამნაშავის არაფორმალურ გარემოში დაკითხვა.
5.ფიზიკური შეურაწყოფა (ცემა,წამება)
6.BAD COP PERM