Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

მოგესალმებით

თქვენ ეწვიეთ Excellent Dreams RP'ს ფორუმს, როგორც სტუმარი, იმისთვის რომ გაეცნოთ ყველანაირ საკითხს ფორუმზე, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია, თუ უკვე რეგისტრირებული ხართ.

Don_Morenzo69

უარყოფილია RP ბიოგრაფია: Don_Morenzo

Recommended Posts

05666762111206623765.jpg

სახელი, გვარი: Don_Morenzo

მშობლები: George Morenzo, Anna Constancy

ასაკი: 27

დაბადების ადგილი: რომი, იტალია.

ნაცია: იტალიელი.

სქესი: მამრობითი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

სიმაღლე: 1,80

თმის ფერი: თეთრი

თვალის ფერი: მწვანე

ტატუები: მარცხენა ხელზე, ორივე ფეხზე

 

დედა - Anna Constancy დაიბადა ქალაქ პოსიტანოში, იტალიის სამხრეთით, სწავლობდა Istituto Comprensivo Statale Lucantonio Porzio - ში იურიდიულ ფაკულტეტზე. დაიცვა დისერტაცია და წარმოადგენს მოსამართლეს.

მამა - George Morenzo - დაიბადა კუნძულ სიცილიაზე, წარმატებით დაამთავრა პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და ქვეყანაში კარგი თანამდებობა ეჭირა. ერთ დროსაც, მას დაუკავშირდნენ ბავშვობის მეგობრები სიცილიიდან და შესთავაზეს კარგი თანხის სანაცვლოდ გარკვეული პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, რომელიც არალეგალებს ეხებოდა და ასევე არალეგალური საქონლის რეალიზება.

 

 

 

ბავშვობა -

Don -ს არ ჰქონია ისეთი ბავშვობა, როგორიც ყველა ბავშვს აქვს, ის თითქოს ბავშვობის ასაკიდანვე იწყებს ჩამოყალიბებას, როდესაც მთელ დროს მამასთან ერთად ატარებს ხედავს, თუ როგორ საქმიანობაში არიან ჩართული მამა და მეგობრები, Don ის დაინტერესებას იწვევს ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა არალეგალური საქონელი.

მოზარდობა -

Don - სწავლობდა Alma Mater Studiorum - Università di Bologna - ში, სადაც გაიარა  მარკეტინგის კურსი, სწავლობდა პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე და შეთავსებით გადიოდა ფინანსებს. მისი მიზანი ყოველთვის იყო სამართლიანობა, ადამიანების კეთილდღეობა და ქვეყნის წინსვლა. მიუხედავად მისი ლერევანტული ინტერესებისა (ის პატივს სცემდა დედის აზრს) ფიქრებში მამის საქმიანობებეში იყო ჩაბმული, ერთი სული ჰქონდა, როდის დაამთავრებდა უნივერსიტეტს, რათა შეძლებოდა ისეთი საქმიანობებისს განხორციელება , რომელიც ფინანსურ წინსვლას მისცემდა.

 

პირველი მტრები-

სიცილია სავსეა ნარკოკარტელებით, რომელსაც სათავეში საკმაოდ ძლიერი ადამიანები უდგანან, მათი სიტყვა ხშირ შემთხვევაში კანონია, ხოლო მათი შესაძლებლობები უსაზღვრო. ერთ დროსაც , როდესაც Don ის მამას და მათ მეგობრებს ერთერთი ნარკოკრატელის მფლობელები გადაეკიდნენ, მან უდიდესი როლი ითამაშა მამის გადარჩენაში, იმის გამო რომ Don ერკვეოდა და კარგად ფლობდა იარაღებს, მან მარტო შეძლო 5 კაცისგან დაძრომა, როდესაც მამას და მის მეგობრებს ტყვიაწამალი გამოელიათ, Donსწორედ მაშინ გამოჩნდა Revolver -ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით , სისწრაფის, მოქნილობის, ათლეტურობის და იარაღის კარგად ცოდნის გამო მან ამ დაპირისპირებაში გმირის სახელი მიიღო, ამის შემდეგ სიცილიაში Don ის სახელი ყველამ იცოდა და მის მიერ არსებული ნდობა უფრო გამყარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან გაიგო იმ ადამიანების ვინაობა, ვისაც მამის და მისი მეგობრების მოკვლა უნდოდა, იგი ჩაუსაფრდა მას და მოახერხა მისი დაჭერა, წაიყვანა ტყეში, მიტოვებულ სახლში და რამდენიმე კვირა ცდილობდა გაეტეხა იგი ფსიქოლოგიურად და სურდა რომ წაერთვა მთელი მისი ქონება, შურისძების მიზნით. ეპყრობოდა ძალიან უხეშად, ხშირ შემთხვევაში ძალადობდა ფსიქოლოგიურად. გავიდა ხანი, თითქოს ყველაფერი დალაგდა, თუმცა ერთხელ, როდესაც Don მანქანით მიდიოდა, ის 3 მა მანქანამ გააჩერა , თავზე ტომარა ჩამოაფარეს და იმ სახლში წაიყვანეს, სადაც ორი წლის წინ ნარკოკარტელის უფროსზე ფსიქოლოგიური ძალადობა მოახდინა, ახლა ყველაფერი ნათელი იყო, ეს ადამიანები იმ ადამიანის სახელით ახდენდნენ მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაწყოფას, აინტერესებდათ თუ სად იყვნენ დანარჩენები, მამა და მისი მეგობრები, ასმენინებდნენ ფსიქიკურად აშლილი ადამიანის კივილს, დააცალეს ფრჩხილები, შეართეს ელექტროსავარძელზე, თუმცა ის იმაზე მეტად უდრეკი იყო, ვიდრე მათ წარმოედგინათ, იმის გამო რომ ვერაფერს გახდნენ და მისი მოკვლა ძალიან დიდ პრობლემებს შექმნიდა გადაწყვიტეს ხელფეხშეკრული გადაეგდოთ ტყეში, სადაც ერთმა მონადირემ მეორე დღეს იპოვა და გაუწია პირველადი დახმარება.

 

 

ზრდასრულობა -

განვლილი მოვლენების შედეგად Don - მა გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა სამშობლო და წასულიყო Los-Santos'ში, რადგან მის ოჯახს არ შექმნოდა საფრთხე. როდესაც იგი Los-Santos'ში  ჩამოვიდა, დაიწყო მუშაობა პოლიციის დეპარტამენტში, როდესაც მისი შესაძლებლობები და განათლება თვალსაჩინო გახდა, იგი დააწინაურეს და იდეალურად ართმევდა თავს ნაკისრ ვალდებულებებს.

რამდენიმე წლის შემდეგ, მას დაუკავშირდნენ სიცილიელი პარტნიორები და შესთავაზეს ძალიან სოლიდური თანხა რამდენიმე არალეგალისთვის საბუთების გაკეთბის სანაცვლოდ, Don  ჰქონდა კარგი კონტაქტები, მან აიღო ეს თანხა და დაპირებაც პირნათლად შეასრულა. როდესაც სიცილიელებმა დაინახეს მისი შესაძლებლობები და ძალაუფლება გადაწყვიტეს ისევ დაკავშირებოდნენ მას რათა ყოველთვიურად მიეწოდებინათ მყიდველისთვის არალეგალური საქონელი. ( იარაღი და ნარკოტიკი ). Don ამ ყველაფერს დათანხმდა და თავის სამსახურთან ერთად ანხორციელებდა არალეგალურ საქმიანობას.

აწმყო დრო

   

დღეს დღეისობით Don მუშაობს პოლიციის დეპარტამენტში, ლეიტენანტის თანამდებობაზე. ეხმარება რუსებს არალეგალური საქონელის რეალიზებაში, სწორედ ამის გამო შეძლო მიეღწია ფინანსურ წინსვლას და შეეძინა ძვირადღირებული მანქანა და სახლი.

 

1.        უხეში საუბარი და მოპყრობა 

2.        შეუძლია გაუძლოს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას

3.        ქრთამის აღება

4.        კრიმინალთან კავშირი

5.        არალეგალური იარაღებით ვაჭრობა

Edited by Alkapone_Wich
  • Haha 1

Share this post


Link to post
Share on other sites
სტუმარი
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმნა...