Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

მოგესალმებით

თქვენ ეწვიეთ Excellent Dreams RP'ს ფორუმს, როგორც სტუმარი, იმისთვის რომ გაეცნოთ ყველანაირ საკითხს ფორუმზე, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია, თუ უკვე რეგისტრირებული ხართ.

Don_Morenzo69

უარყოფილია RP - ბიოგრაფია [უარყოფილია]

Recommended Posts

                74974137818432592016.jpg                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

სახელი,გვარი - Don_Morenzo

ასაკი - 24

დაბადების ადგილი - ამერიკის შეერთებული შტატები,Los Santos.

მშობლები - Miranda Smith,Jonathan Morenzo

ნაცია - ამერიკელი      

სქესი - მამრობითი

ოჯახური მდგომარეობა - დასაუჯახებელი

გარეგნობა - 187 სმ , ჭაღარა , შავი თვალები , ტატუები მრჯვენა და მარცხენა ხელზე. 

                                                                                                     

ბავშვობა და გარდატეხა
                                                                                                                                              

   Don დაბიადა Los Santos-ში 1993 წლის 1 მაისს. მშობლები: Miranda Kekelidze, დედა დიასახლისი გახლდათ ხოლო მამა Jonathan Morenzo  პოლიტიკოსი. მამის პოლიტიკოსობის ხარჯზე ოჯახს არც ფული აკლდა და არც რაიმე სახის კომფორტი სწორედ ამიტომ Don ბავშვობიდანვე თავსგასული გახლდათ და ხშირად იყენებდა მამის სტატუსს თანატოლებში ზოგჯერ სატრაბახოთ ზოგჯერ კი საკუთარი პოზიციის ვინმესთან გასამყარებლად,სწორედ ამიტომ Jonathan(ს) ხშირად უწევდა მისი სხვადასხვა სიტუაციებიდან დახსნა და დასჯა.2006 წლის 13 ივნისს მოხდა შემთხვევა რომელმაც სრულიად შეცვალა Don (ს) ცხოვრება. სკოლის კაფეტერიაში მან მის კლასელს  ადუღებული ყავა გადაასხა  და სიტყვიერი შეურაწჰყოფა მიაყენა მხოლოდ იმიტომ რომ იგი მას უხეშად შეეპასუხა,იმ მომენტში Don კარგად აცნობიერებდა რომ მამამისი მას აუცილებლად გვერდით დაუდგებოდა გაამართლებდა და აარიდებდა პასუხისმგებლობას, ეს ასეც მოხდა მაგრამ Don (ს) თავსგასულობითა და სითავხედით დაღლილმა Jonathan(მა) სახლში მისვლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება რომ შეეწყვიტა მისთვის დაფინანსება და გაეგზავნა ისეთ სკოლაში სადაც იგი გამოსწორდებოდა და  შეიცვლიდა როგორც ქცევას ასევე მოპყრობას სხვა ადამიანების მიმართ, ესეთი სკოლა გახლდათ Los Santos(ის) კადეტთა სასწავლებელი. მამამ გამოიყენა თავისი კავშირები მალევე უშოვა ადგილი Don (ს) ამ სკოლაში და გადაიყვანა კიდეც.

 

                                                                                                                                                       მშობლები

                                                                                                                                     

  Don (ს) დედა Miranda   დაიბადა 1965 წელს Los Santos-ში, მას მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელაც კი არ უმუშავია. ამ ყველაფრის მიზეზი ის გახლდათ რომ Jonathan(ის) და Miranad(ს) ურთიერთობა ადრეულ ასაკშივე სკოლაში დაიწყო,Jonathan(ის) კონსერვატიული აზროვნების ხარჯზე კი იგი მას მუშაობის საშუალებას არ აძლევდა და მთლინად თვითონ უზრუნველყოფდა მატარიალურად.
Don(ს) მამა Jonathan Morenzo  დაიბადა 1965 წელს ირლანდიაში კერძოდ დუბლინში,  დაბადებიდან რამდენიმე კვირაში მისმა მშობლებმა იგი ჩამოიყვანეს Los Santos-ში. Jonathan(ს)  ბავშვობიდანვე არაფერი აკლდა,მისი მამა Lucas(ი) საპატიო ელჩი გახლდათ, სწორედ ამიტომ ოჯახმა იზრუნა მის კარგ განათლებასა და პირობებზე, ასევე იმაზეც რომ Johnathan(ი) შემდგომ მამის კვალს გაყოლოდა.

                                                                                                       განათლება

                                                                                                                      

Don (მა) საშუალო განათლება მიიღო Los Santos(ში), კერძო სასწავლებელში, თუმცა ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო მას ბოლომდე დასრულება არ დასცალდა სკოლის. Don მამამისის განკარგულებით კადეტთა სკოლაში გადაიყვანეს. სპორტული აღნაგობის,მაღალი IQ (ს) და იურიდიული საწყისების საფუძვლიანი შესწავლის ხარჯზე  იგი წარჩინებული მოსწავლე გახლდათ აკადემიაში, მისი ნიჭი ამ საქმისადმი შეუმჩნეველი არც უფროსებს დარჩენიათ სწორედ ამიტომ შოთა ერთ-ერთი პირველი იყო იმ კადეტებს შორის ვინც ოფიცრებს მიამაგრეს პატრულირების დროს  პრაქტიკის გასავლელად, თუმცა შოთაზე ძალიან მოქმედებდა ის ფაქტორი რომ მამა აღარ აფინანსებდა და ვეღარ ხედავდა მისთვის ჩვეულ მატერიალურ კომფორტსა და ავლა-დიდებას. Don პრაქტიკის გასავლელად მიამაგრეს ოფიცერ ლევან ტყემალაძეს  ერთ-ერთი პატრულირებისას  ბატონი ლევანი და Don_Morenzo შეესწრნენ ფაქტს თუ როგორ ძარცვავდა 2 პიროვნება ადამიანს. ოფიცერმა უმალ იმოქმედა ერთ-ერთი დამნაშავე ადგილზე დააკავა და Don (ს) ჩააბარა როგორც დამნაშავე ასევე მისი იარაღი. ხოლო მეორე გაქცეულს კი დაედევნა. დამნაშავესთან მარტოდ დარჩენილმა Don (მ) მისგან შემოთავაზება მიიღო 5000$ დოლარის სანაცვლოდ Don (ს) იგი უნდა გაეშვა და დაებრუნებინა ჩამორთმეული იარაღი. როგორც მოგახსენეთ Don არ იყო მიჩვეული სიღარიბეს ამიტომ მას სიხარბემ სძლია და დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით რომ იარაღის დაბრუნება თუ სურდა მეტი უნდა გადაეხადა კერძოდ 10000$,გარიგება შედგა.  დამნაშავემ და Don (მ) გაითამაშეს გაქცევის სცენა თითქოს დამნაშავემ იარაღი გამოსტაცა მას შემდგომ ფიზიკურად იძალადა მასზე და მიიმალა. უკან მობრუნებულ ლევანს  მანქანასთან ნაცემი Don  დახვდა რომელიც მოუყვა ამბავს თუ როგორ მოახერხა ინდივიდმა გაქცევა, ლევანიმ თავი დამნაშავედ იგრძნო რადგან ჯერ კიდევ კადეტს და გამოუცდელს  დამნაშავე ჩააბარა და ასეთი შედეგი მიიღო, მას კარგად ესმოდა რომ მისი კომპეტენციის საკითხი  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა სწორედ ამიტომ ეს ამბავი არავისთვის არ გაუმხელია. ამ დღის შემდეგ მზგავსი ხერხით  ფულის შოვნა Don (სთვის) ჩვეულ სქმედ იქცa იგი ხან უშვებდა დაკავებულებს სხვადასხვა ხერხებით ხანაც იარაღებს ყიდდა. კადეტთა სკოლაში სასწავლო კურსების დასრულების შემდეგ იგი "სსპ" დეპარტამენტში აიყვანეს სამუშაოდ.

                                                                                               სსპში მუშაობის პერიოდი

 

Don  როგორც კადეტობის დროს აწ უკვე ოფიცრის რანგში წარმატებით ასრულებდა დღის შუქზე ოფიცრის ვალს ხოლო ჩუმად კი კრიმინალურ საქმიანობასაც ახორციელებდა. მუშაობის მეოთხე წელიწადს Don (მ) არალეგალური სამუშაოსა და ხელფასის შეგროვებით ჯამურად იმხელა თანხა მოაგროვა რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში საკუთარი სახლი შეიძინა კერძოდ კი Mirror Park(ში). მუშაობის მეხუთე წელს კრიმინალურ უბანში იგი გადაეყარა მაფიის წარმომადგენლებს, Don (ს)  კრიმინალურ წრეში უკვე რეპუტაცია ჩამოყალიბებული ჰქონდა სწორედ ამიტომ სახელისა და გვარის თქმით მარტივად მიახვედრა მაფიის წევრებს თუ ვინ იყო იგი. მისი სახელის გაგებას შემოთავაზება მოჰყვა მაფიის წარმომადგენლებისგან, ისინი ცდილობდნენ ერთ-ერთი ბანდის წევრის მოტაცებას და Don (ს)  შესთავაზეს 100000 აშშ დოლარი იმისათვის რომ მას იგი დაეჭირა ან მოტყუებით ჩაესვა მანქანაში ხოლო შემდგომ მათთვის გადაეცა.Don მათ დათანხმდა, 4 საათიანი თვალთვალის შემდგომ ეს პიროვნება გამოიჭირა,დააკავა და მაფიის წარმომადგენლებს გადასცა. Don (ს) კარიერა სულ უფრო მაღლა და მაღლა მიიწევდა სულ რაღაც 2 წელიწადში იგი ჩვეულებრივი ოფიცრიდან Major(ზე) ხოლო მაიორიდან Colonel(ის) წოდებაზე აიწია. Don მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა სხვადასხვა კრიმინალურ ორგანიზაციებთან,შესბამისად სულ უფრო რთულ და ახალ დაკვეთებს იღებდა მათგან. Don (მ) როგორც პოლიციის ერთ-ერთმა მაღალმა წოდებამ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პიროვნებამ ბევრის ნდობა დაიმსახურა პოლიციაში,სწორედ ამიტომ მას ისეთ ინფორმაციებთან ჰქონდა წვდომა როგორებიც იყო : შეგზავნილი აგენტები,საიდუმლო ფაილები, და სხვა. სწორედ ამ წვდომის დამსახურება იყო ისიც რომ მან სწრაფად და ოპერატიულად მიაწოდა ერთ-ერთ მაფიას ცნობა მათ რიგებში აგენტების შესახებ და მოითხოვა ანაზღაურება რაზეც მაფია Yakuza(ს) წარმომადგენლები  მას დათანხმდნენ და ამ ინფრომაციისთვის 300k ამერიკული დოლარი გადასცეს. Don (მ) ბევრ კრიმინალს გაუმწარა სიცოცხლე, განყოფილებაში გადაყვანამდე ის პიროვნებები ვინც მანქანააშივე იყენებდნენ დუმილის უფლებას, შოთას სულ სხვა ადგილას გადაყვდა,დაკითხვას არაოფიციალურ გარემოში უწყობდა,ცემდა და მათგან ძალით იღებდა ინფორმაციას. Colonel(ად) დაწინაურების მეხუთე წელიწადს  არასამსახურეობრივ ფორმაში გამოწყობილი Don შემთხვევით იარაღის გაყიდვის დროს დააფიქსირა გამვლელმა და მას ფოტო გადაუღო. Don (მ) ეს შეამჩნია თუმცა მისი კვალი ვეღარ იპოვა. მეორე დღეს დეპარტამეტში მისულმა Don (მ) იგივე პიროვნება რამდენჯერმე დააფიქსირა შემოსასვლელში, ამის შემდეგ კოლეგას კითხა თუ ვინ იყო ის..Don (სთვის) სასარგებლოდ კოლეგა ამ ადამიანს იცნობდა იგი გახლდათ Carl Morrow უბრალო ავტობუსის მძღოლი რომელიც მარტო ცხოვრობდა ამ პოლიციელიდან 3 ბინის მოშორებით. Shot(მა) მისი სახელისა და გვარის გაგების შემდეგ იგი მონაცემთა ბაზაში გადაამოწმა გაიგო თუ სად ცხოვრობდა Carl(ი) და მზაკვრული გეგმა დაისახა. ნაცნობი გამსაღებილისგან Don (მა) შეიძინა ნარკოტიკის ისეთი რაოდენობა რაც ადამიანის ციხეში 10 ეული წლით გამოკეტვას უზრუნვეყლოფდა. ამის შემდეგ იგი გაემართა მსხვერპლის სახლისკენ და გზად ნიღაბი იყიდა სახის დასაფარად. როდესაც საღამოს Carl(ი) სახლში დაბრუნდა და კარი შეაღო Don (მ) მას კეფაზე იარაღი მიადო და შიგნით შესვლა უბრძანა ამის შემდეგ იგი დააბა,ცემა , გამოსძალა ინფორმაცია იმის შესხაებ  გადასცა თუ არა ფოტო ან ანახა თუ არა ვინმეს ამ უკანასკნელმა, რაზეც პასუხი უარყოფითი იყო.  ამის შემდეგ Don(მა) კარლის ტელეფონიდან წაშალა ეს სურათი, ტეელფონი კი უნიტაზში ჩაუშვა. Carl(ის) სახლის დატოვებამდე მან კარლი იარაღის კეფაში დარტყმით გათიშა და საწოლზე მიაწვინა ხოლო  ის ნარკოტიკი რაც შეიძინა ოდნავ მიმალულ ადგილას თოთქოს სულ იქ იდო ისე დამალა გარკვეული დოზა კი გონება დაკარგულს მიაღებინა შემდგომ ანონიმურად დარეკა პოლიციის დეპარტამენტში და ადგილიდან მიიმალა. Carl(ი) 25 წლით ჩასვეს ციხეში.
2020 წლის 5 ივლისს Don (ს) მამა დაუკავშირდა და შეატყობინა რომ იგი კმაყოფილი იყო მისი საქმიანობით და ასევე მიაწოდა იმფორმაცია იმის შესახებ რომ მისთვის უფრო საპასუხისმგებლო და მაღალი ეშალონის პოზიცია ჰქონდა მომზადებული. Don დათანხმდა მამის შემოთავაზებას
                                                                                                                                                                        ახლანდელი დრო   

                                                                                                                                                   
Don გამოცდილი და დიდი კვალიფიკაციის მქონე პიროვნება გახლდათ, ამ ყველაფერს მამის რეკომენდაციაც დაემატა, სწორედ ამიტომ პროკურორის პოზიცაზე დაინიშნა იუსტიციის სამინისტროში. დღეს დღეობით Don  აგრძელებს პორკურორის პოზიციაზე საქმიანობას და წარმატებით ათავსებს როგორც ცხოვრების ნათელ ასევე ბნელ მხარესაც.

 

1.        უხეში საუბარი და მოპყრობა 

2.        შეუძლია გაუძლოს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას

3.        ქრთამის აღება

4.        კრიმინალთან კავშირი

5.    - უხეში საუბარი დეპარტამენტ რაციაში

Share this post


Link to post
Share on other sites
სტუმარი
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმნა...