Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

მოგესალმებით

თქვენ ეწვიეთ Excellent Dreams RP'ს ფორუმს, როგორც სტუმარი, იმისთვის რომ გაეცნოთ ყველანაირ საკითხს ფორუმზე, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია, თუ უკვე რეგისტრირებული ხართ.

Sign in to follow this  
David_Malakmadze

უარყოფილია RP-ბიოგრაფია [უარყოფილია]

Recommended Posts

https://ibb.co/sHHs8rj

სახელი გვარი: David_Malakmadze

ასაკი: 31 წლის.

 დაბადების თარიღი: 09/11/1991

 დაბადების ადგილი: California , San Francisco

 სქესი: მამრობითი.  

 ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი 

 სიმაღლე: 195 სმ.

 თმის ფერი: შავი.  

 თვალის ფერი: მოყავისფრო.

 წონა: 76 კგ.  

 კანის ფერი: თეთრი.

 განათლება: იურიდიული,სამართალი.  

 საცხოვრებელი ადგილი: San Andreas-ის შტატი.

 

დაბადება: დავიდის დედა Emma_Smith და მამა William_Malakmadze ერთმანეთს შეხვდნენ ახალგაზრდობაში, ერთ კაფეში სადაც დედამისი მუშაობდა. ემა ძალიან მოკრძალებული ქალბატონი გახლდათ ის ერთ პატარა უბნის კაფეში მუშაობდა და ხალხს ემსახურებოდა. უილიამი კი რეზიდენციაში დაცვად მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღეს უილიამი ემას გამოუტყდა სიყვარულში ემამ დათანხმდა და გააგრძელეს ერთად ცხოვრება. ისინი დაბინდავდნენ 1 მყუდრო პატარა სახლში რომელიც დედ-მამის და ცოტა მათი შეგროვებული ფულით იყიდეს ერთ გარე უბანში. დავიდის დედა ემა მალევე დაფეხმძიმდა. მშობლებს ძალიან უხაროდათ რომ ბიჭი ეყოლებოდათ ყურადღებას არ აკლებდნენ და ექიმთანაც ხშირად დადიოდნენ და მალევე ეყოლათ კიდეც შვილი.

ბავშვობა: მშობლები დავიდს სულ თავს ევლებოდნენ და დავიდს ყურადღებაც არ აკლდებოდა. დავიდს მამა ხშირად ვერ ნახულობდა რადგან მინისტრის დაცვა გახლდათ. ოჯახში კი დავიდს დედა უვლიდა. დავიდს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ვერ ნახულობდა მის თანატოლ ბავშვებთან "საერთო ენას"  და ბევრი მეგობარი არ ჰყავდა. დავიდმა დაამთავრა ნ-21 ბაღი. შემდეგ კი 1996წელს წავიდა სკოლაში. დავიდი ჭკუით ძალიან გამოირჩეოდა მის თანატოლ ბავშვებთან და მასწავლებელსაც ხშირად აოცებდა თავისი ჭკუით. მაგრამ მას ხშირად მოსდიოდა ჩხუბი დაპირისპირება მოსდიოდა და მასწავლებლებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ეს ყველაფერი დავიდს ისე ძალიან არ უშლიდა ხელსა რათა მიეღო სათანადო განათლება. დავიდმა დაამთავრა ნ-51 სკოლა. და 2012 წელს წავიდა უნივერსიტეტში. დავიდმა მოიპოვა დაფინანსება და უფასოდ განაგრძო სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე. ამავდროულად დავიდი თავს მარკეტში მუშაობით ირჩენდა თავს და არჩენდა თავის ოჯახს. დავიდს და ან ძმა არ ჰყავდა ასერომ დედ-მამის ნაშოვნ ფულს თავის ნაშოვნს ამატებდა ცოტას აგროვებდა  და თვიდან თვემდე ოჯახს თავი გაჰქონდა. დავიდი დილას სწავლობდა საღამოს 20:00 საათის შემდეგ კი მარკეტში მიდიოდა და ტვირთს ზიდავდა დაალაგებდა თავიანთ ადგილას გამოიცვლიდა ფორმას და უდგებოდა მუშაობას. მართალია ღამეს კლიენტი ბევრი არ იყო მაგრამ დავიდს სამსახურის დაკარგვა არ უნდოდა და ცდილობდა ფხიზლად ყოფილიყო. დავიდს 2013 წელს პირველ კურსზე მოუვიდა მოწვევა "კემბრიჯის" უნივერსიტეტში დავიდიც რათქმაუნდა დათანხმდა და განაგრძო სწავლა უცხო ქვეყანაში. 2015 წელს  დავიდმა დაამთავრა სწავლა. 

კარიერა: დავიდმა დაბრუნდა მშობლიურ California-ში. და დაიწყო სამსახურის ძებნა მაგრამ ძალიან გაუჭირდა. დავიდმა მამას მიმართა დახმარებისთვის. მამამ მინისტრს სთხოვა გაარკვია მინისტრმა და დავიდს USA, San Andreas , Los Santos- შტატებში გამოუნახეს სამსახური დავიდმა მოგროვებული ფული შეკრიბა და მოემზადა წასასვლელად. დედ-მამამ ბილეთი უყიდეს დავიდი ჩაფრინდა და სახლი იქირავა. დავიდი წავიდა სამსახურში მოაგვარა ყველაფერი შეავსო საბუთები და დაიწყო მუშაობა. დავიდი პრეზიდენტის მძღოლი იყო ასერომ გადაადგილება არ გასჭირვებია. ხელფასი შესაბამისი ჰქონდა არ უჭირდა და ცოტა დანაზოგსაც აკეთებდა. ცოტა ხანში დააწინაურეს და ის დაცვა გახდა. დავიდი თავის სამუშაოს კარგად აკეთებდა. დილას ვარჯიშობდა შემდეგ კი მინისტრს მიაკითხავდა გადაიყვანდა რეზიდენციაში და ყველგან დაჰყვებოდა. ერთ ღამეს დავიდმა დაამთავრა მუშაობა და სახლში წავიდა. ბუნებრივია დედაც მოიკითხა მაგრამ დარეკა თუ არა დედასთან დავიდის ცხოვრება წამიერად შეიცვალა. დავიდის მამა(ახლაუკვე მინისტრის პოსტზე) გაუტაცებიათ მისი დაცვა მოუკლიათ და უილიამი უწამებიათ შემდეგ ფული გადაახდევინეს მთავრობას და იქვე მოკლეს. დავიდი განადგურდა. მშვიდი გაწონასწორებული და უდიდესი მოთმინების მქონე ადამიანი უცებ შეიცვალა. დავიდმა იმ დღეს ძალიან ბევრი დალია სახლში ძლივს მივიდა. ცუდად გახდა დაეწყო ოფლიანობა და საშინელი თავბრუსხმევა დავიდმა მეზობელს სასწრაფოს გამოძახება სთხოვა მოვიდნენ გადაიყვანეს საავადმყოფოში გაუკეთეს გადასხმა და გამოიყვანეს მდგომარეობიდან. მინისტრმა რომელთანაც დავიდი მუშაობდა რათქმაუნდა ინერვიულა საავადმყოფოში მივიდა და დავიდს უთანაგრძო. ექიმმა დავიდი დილას გაუშვა რადგან არაფერი არ უჭირდა მაგრამ ის შინაგანად განადგურებული გახლდათ. დარჩენილი დრო დავიდმა თავისი სამუშაოს შესრულებაში გაატარა მაგრამ მალევე არჩევნებში პრეზიდენტი შეიცვალა დავიდი კიდევ აგრძელებდა მუშაობას მაგრამ ვერ შეეგუა ახალ პრეზიდენტს რაღაცნაირად ამპარტავნული იყო და დატოვა თავისი პოსტი. 2018 წელს დავიდი წავიდა სამსახურიდან და სცადა თავისი თავის გამოცდა პოლიციის აკადემიაში. დავიდმა შეავსო საბუთები და აიყვანეს სამსახურში. დავიდს დიდი მზადება არ დასჭირვებია რადგან ის 1 წლის მანძილზე დაცვა გახლდათ იცოდა: იარაღის მოხმარება, რთულ სიტუაციაში თავის გადარჩენა და ა.შ ასერომ 3 თვიანი გადამზადების შემდეგ შეუდგა მუშაობას. დავიდს თავიდან ოფისში ყოფნა შემომსვლელების გაჩხრიკვა და საჩივრების შედგენა ამა თუ იმ ინდივიდზე ევალებოდა. მალევე დაწინაურდა ოფიცრის პოსტზე და შეუდგა თავის მუშაობას. დავიდმა მალევე გაითქვა თავი თავისი ჭკუით. მაგრამ დავიდი დაკითხვის მხრივ ლმობიერი იყო თუ მას ყველა კითხვაზე უპასუხდები მაგრამ თუ არა...  დაკავებული გადაჰყავდა მიტოვებულ ადგილას სადაც მარტო მას და დამნაშავეს შეეძლოთ საუბარი. დავიდი იქ ხშირად კითხავდა მათ თუ საჭირო იყო სხვა ხერხებსაც მიმართავდა კიდეც. შემდეგ აღიარებით ჩვენებას აწერიებდა ბოლოში სიტყვებით: "აღიარებითი ჩვენება დაწერილია ყოველგვარი ძალადობის და დაშინების გარეშე". დავიდმა ძალიან ბევრი საქმე გახსნა და ბევრი: ნარკომანი,მოძალადე,მკვლელი,ბარიგები და ა.შ დააკავა. დავიდი არ ინდობდა მაღალჩინოსნებსაც კი რადგან იცოდა რომ კანონი კანონია და ის ყველასთვის ერთი იყო. დავიდმა ერთ დღეს საეჭვო პირი დააკავა აღმოჩნდა რომ ის მაფიის წევრი იყო მაგრამ არა და არ გატყდა. დავიდმა ფოტოები გადაუღო ბაზაში მასზე ინფორმაცია მოიძია და უბრალოდ მოინიშნა რამოდენიმე დღეში კი მისი დაკავებაც მოახერხა. დავიდმა ბევრი კორუმპირებული პოლიტიკოსი დააკავა. დავიდი წარჩინებულად წარუძღვოდა თავის საქმეს. ერთ დღეს  ე.წ "შემოვლაზე" დავიდმა ბანკში საეჭვო შუქები შენიშნა მალევე დისპეჩერმა გადასცა ინფორმაცია რომ ბანკს ძარცვავდნენ. დავიდმა გამოიძახა დამხმარე ჯგუფი მაგრამ მათ მოსვლამდე სცადა მძარცველებთან კონტაქტი. მათ მძევლები ჰყავდათ და თითო ადამიანში 50000$ (ამერიკულ დოლარს) ითხოვდნენ. დავიმა მოახერხა მათთან მოლაპარაკება მოვიდა დამხმარე ჯგუფი მოაქციეს ბანკი ალყაში და გააგრძელეს მძარცველებთან მოლაპარაკება. მალევე გაირკვა ვინებიც იყვნენ. ისინი ერთერთი მაფიის La Cosa Nostra-ს წევრები იყვნენ დაახლოებით 12-13 კაცი. რატომღაც არ ისურვეს ან არ ჰქონდათ ბუჯეტში საკმარისი თანხა რათა 18-20 კაცისთვის გადაეხადათ ასერომ მათი შტურმით დარბევა დაიგეგმა. დავიდმა მოლაპარაკება სცადა და მოხუცი ხალხი გამოაშვებინა. შედეგად მძევლები 14-15 კაცამდე შემცირდა. მათი გამოშვება გამოძიებასაც კარგად წაადგა უშუალოდ გაარკვიეს ვინები და საიდან იყვნენ. გადაწყდა რომ უნდა დაერბიათ. უკანა შესასვლელიდან და პარკინგიდან გადაწყვიტეს შესვლა დააყენეს 3-3 სპეცრაზმის დანაყოფი რომელსაც უკან 1 პოლიციის დანაყოფი შეყვა. პოლიციის დანაყოფს ევალებოდა მძევლების გამოყვანა სპეცრაზმს კი დამნაშავეების დაკავება/ლიკვიდირება. სპეცოპერაციას 1მძიმედ დაჭრილი მოყვა დანარჩენები კი მშვიდობით გამოიყვანეს. ასეთი მასშტაბური ძარცვა დავიდის კარიერაში სულ 2 ჯერ მოხდა. დავიდი დააწინაურეს და დააჯილდოვეს კიდეც. დავიდი გამომძიებლის პოსტზე გადავიდა რამაც ხელი შეუწყო კორუმპირებული პოლიტიკოსების და დეპარტამენტში არსებული ჯაშუშების "გაწმენდას" დეპარტამენტიდან. დავიდმა მალევე რამოდენიმე პოლიტიკოსი დააკავა ხოლო მათთან მოკონტაქტე 4 ბარიგა დაიჭირეს. დავიდს არამარტო დეპარტამენტში არამედ უკვე მთელს Los Santos-ში იცნობდნენ. ბოლოს რეზიდენციამ ერთი მაღალჩინოსანი მიუგზავნეს რათა დამუქრებოდა თუ კიდევ შეეხები რომელიმე პოლიტიკოსს ან დეპარტამენტის წევრს დაკარგავ სამსახურსო. დავიდმა ბევრი იფიქრა არც ისე სახუმარო თემაა რეზიდენციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ წასვლა. დავიდმა "გადაქექა" მისი ისტორია მაგრამ უკანონო და ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახა რომ მის წინააღმდეგ წასვლა შეძლებოდა. დავიდმა გააგრძელა თავისი საქმიანობა და არაფერი შეუცვლია სანამ ერთერთ პოლიტიკოსი ნარკო-ბარიგასთან კონტაქტში დაიჭირა. დავიდმა მოახერხა მისი დაკავება და გაასამართლა კიდეც. დავიდმა სასამართლო რათქმაუნდა მოიგო რადგან წარადგინა დამადასტურებელი სამხილები. სწორედ ამ საქმის შემდეგ დავიდმა სახლში გამაფრთხილებელი წერილი მიიღო, რომ უნდა გაჩერებულიყო თორემ დედამისს საფრთხე დაემუქრებოდა. დავიდმა მიხვდა ვისგანაც იყო გამოგზავნილი მაგრამ ვერ დაამტკიცებდა. დავიდმა დაიწყო ნერვიულობა, ბევრი აწონ-დაწონა იფიქრა  და ბოლოს მიიღო 1 გადაწყვეტილება რამენაირად ის მაღალჩინოსანი უნდა მოეშორებინა. დავიდმა შეატყობინა დედას რომ ჩამოსულიყო Los-Santos- ში ფულიც გაუგზავნა და 1 კვირა დრო მისცა რომ მომზადებულიყო. დედამ რათქმაუნდა დათანხმდა და დაიწყო მზადება. დავიდმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტა დაკონტაქტებოდა იმ დროს გამეფებულ "Russian Mafia"-ს რომელიც იმ დროისთვის გამეფებული იყო. ისინი თავიანთ თავს "საელჩო"-ს ეძახდნენ მაგრამ საელჩოს გარდა ყველაფერი იყო, ისინი ხალხს ბიზნესებს ართმევდნენ, კლავდნენ, იტაცებდნენ და ა.შ. მაგრამ ამას ისე აკეთებდნენ რომ სამხილებს არ ტოვებდნენ რომ სამართალ დამცავი ორგანოები ვერაფერს მიხვედრილიყვნენ. იმ დროს ამ მაფიის "ბოსი" იყო Dito_Abruzzi. დავიდს მასთან წარსულში შეხება ჰქონდა ერთი პერიოდი მეგობრებიც კი იყვნენ. დავიდმა მასთან მოლაპარაკება აწარმოა და გადაწყვიტეს რომ უნდა მოეტაცებინათ და მოეკლათ. დავიდმა ერთ დღეს 7სთ- ის კენ მოიკითხა პრემიერ-მინისტრი და მასთან შეხვედრა და საუბარი მოითხოვა, პრემიერ-მინისტრმა რათქმაუნდა დათანხმდა და რეზიდენციასთან შეხვედრა სთხოვა. 5-7 წუთში დავიდი მივიდა პრემიერ-მინისტრთან რომელიც შენობაში ბრძანდებოდა. დავიდმა სთხოვა ავტომობილში დამსხდარიყვნენ და ცოტა შორს ესაუბრათ. პრემიერ-მინისტრი რათქმაუნდა უარზე იყო მაგრამ დავიდმა მისი დათანხმება მაინც მოახერხა. დავიდმა ის წაიყვანა და უთხრა: "როგორც მივხვდი ჩემს სამართლიანობას არ აფასებთ და პირიქით მემუქრებით კიდეც"-ო პრემიერ მინისტრმა უთხრა, რომ პოლიტიკოსებზე თავი უნდა დაენებებინა და იმის იქით ვინც უნდოდა ის დაეჭირა მაგრამ დავიდმა რათქმაუნდა შეეწინააღმდეგა სამართალი ყველასთვის სამართალიაო. პრემიერ-მინისტრს შიშმა გადაუარა და ცოტა მოეშვა. განაგრძეს საუბარი, ამასობაში მიადგნენ ადგილს სადაც დავიდს 15 კაცამდე "Russian Mafia"-ს წევრები ჰყავდა დაყენებული. ისიყო გადაუხვიეს იმ ქუჩაზე რომ წინ და უკან ავტომობილებმა გზა ჩაუკეტეს. დავიდს ცოტა შეეშინდა რადგან ასე არ იყო დაგეგმილი, მაგრამ ყველაფერი კარგად წავიდა ის წარმატებით გაიტაცეს და შემდეგ სად გაქრა არც არავინ იცოდა. მალევე ქალაქში გავრცელდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის "გაქრობა"-ს თან დაკავშირებით. ცოტა ისაუბრეს ისაუბრეს მაგრამ მალევე ყველამ მიივიწყა FBI -ს კი თავი არც შეუწუხებია. მალე ამ ინფორმაციამ გადაიარა და ყველაფერი მწყობრში ჩადგა. დავიდმა დაიფიცა რომ ამას მეორედ არ გაიმეორებდა რადგან სამართლიანმა და კანონის მოყვარულმა/დამცველმა პიროვნებამ დაარღვია კანონი. დავიდის დედა ჩამოვიდა და დაბინავდნენ. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა სანამ 2020 წელს დედამისი გულის შეტევით არ გარდაიცვალა. დავიდმა თავის ხელში აყვანა შეძლო. დავიდი თავისი პროფესიონალიზმით ხშირად აოცებდა მთელს დეპარტამენტსაც კი. ის ერთერთი წარჩინებული პოლიციელი იყო რომელიც "LSPD"-ს ოდესმე ყოლია.

 

ახლანდელი დრო: დავიდს აქვს სახლი და ავტომობილი. აქვს ყოველდღიური შემოსავალი ამავდროულად აქვს პატარა დანაზოგი 100 000 დოლარამდე. როდესაც რთული დამნაშავე გამოჩნდებოდა რომელიც არ "ტყდებოდა" დავიდის იმედი ჰქონდათ. დავიდი იმედს არ უცრუებდა არავის და მალევე "ტეხავდა" დამნაშავეს. დავიდის ცხოვრება შეგვიძლიათ ვთქვათ კარგისკენ შეიცვალა. დავიდი აგრძელებს მუშაობას და თავის მეორე ნახევარსაც ელოდება. მაგრამ მისთვის მშობლების დანაკარგი უმძიმესია. 

რეზულტატი: 

1) კრიმინალთან კავშირი

2) მაღალჩინოსნის გაცემა

3) დაკითხვა არასათანადო გარემოში

4) უხეში საუბარი და მოპყრობა დამნაშავესთან (სერვერის წესების დაცვით)

Edited by Luka_Lagvilava

Share this post


Link to post
Share on other sites
სტუმარი
This topic is now closed to further replies.
Sign in to follow this  

×
×
  • შექმნა...