Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

მოგესალმებით

თქვენ ეწვიეთ Excellent Dreams RP'ს ფორუმს, როგორც სტუმარი, იმისთვის რომ გაეცნოთ ყველანაირ საკითხს ფორუმზე, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია, თუ უკვე რეგისტრირებული ხართ.

Sign in to follow this  
Giorgi_Predator

უარყოფილია RP ბიოგრაფია [უარყოფილია]

Recommended Posts

 1. პირადი ფოტო - https://ibb.co/Pc35mqB
2. სახელი, გვარი - Giorgi Predator
3. ასაკი - 31 წლის
4. დაბადების ადგილი - უკრაინა,კიევი
5. მშობლები - Joseph Predator Ava Ivanik
6. სქესი - მამაკაცი 

7.გარეგნობა:ცისფერი თვალები,მაღალი,კუნთიანი,შავი ფერის თმა

ბავშვობა:

გიორგი დაიბადა 1991 წლის 24 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევში.დედამისი იყო ბიოლოგიის მასწავლებელი,მამამისი კი წარმატებული ექიმი.გიორგის დაბადებიდან რამდენიმე თვეში შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა.მას დაემართა მწვავე ფილტვების ანთება რომელსაც თან ახლდა გართულებები.მამამისის პროფესიიდან გამომდინარე ის ექიმების რამდენიმე დღიანი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო ამიტომ ის მალევე გამოჯანმრთელდა.ის ბავშვობიდანვე მტკიცე ხასიათს და სიდინჯეს ავლენდა.მას საბავშვო ბაღში არ უვლია რადგან ფილტვების ანთების გამო მისი იმუნიტეტი დასუსტდა და ყველა ვირუსი ხვდებოდა.გიორგის მშობლები მის განვითარებაზე ზრუნავდნენ ბაღის გარეშე.ამ ყველაფერმა კი გაამართლა 5 წლის ასაკში გიორგიმ იცოდა ასოები და საკუთარი სახელის წერა.მას არ უყვარდა თავის ტოლებთან თამაში.მას შემდეგ რაც მან მამამისთან ერთად უყურა დეტექტივურ ფილმს სადაც ნახა თუ როგორ ხდებოდა დამნაშავის გამოვლენა და მისი დასჯა.აქედან მოყოლებული მან უკვე იცოდა თუ რა იყო მისი პროფესია.

ბავშვობის ტრამვა:

ერთ დღეს როცა გიორგი 10 წლის იყო მოხდა კრიმინალების დაპირისპირება.ამ დაპირისპირების დღეს მისი მამის მორიგეობა დაემთხვა სასწრაფოში.მას მოუწია გამოძახება წასვლა და დაჭრილების გადარჩენა.გამოძახებაზე მისულებს მის და თავის მეწყვილეს არაფერი დახვდათ გარდა დაჭრილი ადამიანებისა ამიტომ შეუდგნენ საქმეს და დახმარებას უწევდნენ დაჭრილებს.ამ დროს უეცრად სროლის ხმა გაისმა.გიორგის მამა და მისი მეწყვილე ადგილზე დაიღუპნენ.ამ ყველაფრის შემდეგ გიორგიმ უფრო მეტი ზიზღი გამოავლინა დამნაშავეებისადმი.

 

მოზარდობა:

მოზარდობაში გიორგი ძალიან ჩაკეტილი ბავშვი იყო.ამ ყველაფერს ემატებოდა მამამისის ამბავი.მას არ უყვარდა თავის ტოლებთან ყოფნა და იშვიათად გადიოდა გარეთ.მას ერჩივნა სახლში ეკითხა დეტექტივები და ეყრებინა ამავე ჟანრის ფილმებისთვის.ყოველ ზაფხულს იგი მუშაობდა ფერმაში რადგან მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდა მის ოჯახს.ის მოზარდობის დროს დადიოდა კიკბოქსინგზე რაც დიდობის პერიოდში გამოადგა,ის ასევე ხშირად სტუმრობდა ფიტნეს დარბაზებს.ის მუდმივად ზრუნავდა საკუთარი თავის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე.მას სკოლაში აბულინგებდნენ რამაც ის გააბრაზა და მოხდა საშინელი ჩხუბი გიორგიმ მაშინ ძალიან მძიმე ზიანი მიაყენა ბავშვებს.ის ძლივს გადარჩა დაპატიმრებას

განათლება:

გიორგი ისევე როგორც ყველა ბავშვი,ჩაირიცხა სკოლაში 6 წლის ასაკში.თავიდან მას სწავლა არ უყვარდა,მაგრამ თავისი მშობლების ძალისხმევით ახერხებდა მიეღო მაღალი ქულები.მას მასწავლებლები აქებდნენ რადგან,გარდა კარგი სწავლისა მას შესანიშნავი მეტყველება ჰქონდა.წლების მატებასთან ერთად მას ჩამოუყალიბდა შესანიშნავი მოლაპარაკების უნარი.მასწავლებლები ხუმრობდნენ მასზე რომ ამან ყველას ენა იცისო.სკოლა მან წარჩინებით და ვერცხლის მედალზე დაამთავრა.მას შემდეგ ჩაირიცხა პოლიციის აკადემიაში,სადაც ურთულესი გამოწვევების გადალახვა მოუხდა.მან გაიარა ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის ტესტი წარმატებით გარდა ამისა ჩააბარა გამოცდა და ჩაირიცხა პოლიციის აკადემიაში.მან 3 წელი ისწავლა,შემდეგ პრაქტიკანტი გახდა უკრაინის პოლიციაში.გიორგი ერთ ერთი ძარცვის დროს ჩავარდა ტყვედ სადაც მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის გაძლება მოუხდა,ეს კიდევ ერთი ცხოვრებისეული გამოცდა იყო მისთვის სადაც გამოადგა აკადემიაში მომზადება.ის როცა პრაქტიკანტი იყოსწრაფად პოლიციის მანქანით სიარულის დროს მოყვა ავარიაში.მან ფეხი მოიტეხა და ტვინის შერყევა მიიღო რამაც მუშაობის დაწყება გადადო

კარიერა 

იმის გამო,რომ ავარიაში მოყვა გადადო მუშაობის დაწყება პოლიციაში.ამიტომ მას ახლობელმა ციხეში დააწყებინა მუშაობა კონტროლიორად.ის მუშაობდა მკაცრი რეჟიმის ციხეში სადაც პატიმრებზე სისტემატიური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა მიმდინარეობდა,მას უწევდა ეცემა პატიმრები უმოწყალოდ.ამ ყველაფერს ის სიამოვნებით აკეთებდა,მისი სისასტიკის მიზეზი იყო დამნაშავეების ზიზღი და მამამისის ამბავი,ამიტომ მას არ უჭირდა დამნაშავეების ცემა და წამება ამაში ასევე ეხმარებოდა ახალგაზრდობაში ნასწავლი კიკბოქსინგის ილეთები.მოგვიანებით მან დაიწყო პოლიციაში მუშაობა.ის შენიშვნებს იღებდა იმის გამო რომ ადამიანებს უხეშად ელაპარაკებოდა,მაგრამ უფროსობა მას ვერ ათავისუფლებდა მისი პროფესიონალურობის გამო გარდა ამისა მან ერთხელ იხსნა უკრაინის ერთერთი ბანკი სადაც იყვნენ მძარცველები.მან თავისი მოლაპარაკების უნარით იხსნა ბანკი რამაც უკრაინის გმირის წოდება მოუტანა.ის რამოდენიმე თვე მუშაობდა უკრაინის პოლიციაში,მაგრამ ყველაფერი მაშინ დასრულდა რაც მთავრობა შეიცვალა.მას შემდეგ რაც მთავრობა შეიცვალა ციხიდან სადაც ის მუშაობდა,ახალმა საგამოძიებო სამსახურის წევრებმა ამოიღეს კადრები,სადაც ასახული იყო პატიმრების ცემა-წამება.მთელი ციხის პერსონალი ცნეს სისხლის სამართლის დამნაშავედ და დაიწყეს მათი ძებნა.მათ შორის იყო გიორგი.მას და მის თანამშრომლებს გაუმართლად რადგან ძებნა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით ხორციელდებოდა.ზოგი ციხის თანამშრომელი დააკავეს ზოგი კი გაიქცა სხვადასხვა ქვეყანაში.გაქცეულებს შორის იყო გიორგი,რომელიც გაიქცა ამერიკაში კერძოდ ლოს სანტოსის შტატში.იქ მას ცხოვრების ნულიდან დაწყება მოუხდა.ის თავიდან მუშაობდა ფერმაში სადაც არ უჭირდა მუშაობა ბავშვობაში მიღებული გამოცდილების გამო,შემდეგ მეეზოვედ დაიწყო მუშაობა,ბოლოს კი ტაქსისტი იყო.მას თავიდან არ ჰქონდა სახლი,ამიტომ უწევდა ხან ფერმის საწყობში ხან მეეზოვის მანქანაში ხან ტაქსის ნაქირავებ მანქანაში ღამის გათენება.წლების მატებასთან ერთად მან შეიძინა მეგობრები,რომლებმაც გზაზე დააყენეს და დაეხმარნენ მუშაობის დაწყებაში.მას ხანდახან უწევდა ქურდობით ფულის შოვნა,მაგრამ საკუთარ დანაშაულებებზე პასუხის გების შემდეგ,დაიწყო სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობა,მისი გაპოლიციელება ადვილი არ იყო პოლიციის სამსახურს წინ უძღვოდა ჯარი,სადაც მძიმე ვარჯიში უწევდა,მაგრამ ახალგაზრდობაში მიღებული გამოცდილება და ძალა ეხმარებოდა ამ ყველაფრის გადალახვაში.პოლიციელობის დროს იყო ბევრი სროლა,გიორგიმ ბევრი ადამიანი დაჭრა მუშაობის მანძილზე,ასევე გიორგიც ბევჯერ ყოფილა დაჭრილი და გატაცებული.ის როცა განიცდიდა ტკივილს დაჭრისაგან გულში მადლობას ეუბნებოდა მის ლექტორს და მწვრთნელს,რომლებმაც გაწვრთნეს აკადემიაში და დაუნერგეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის გაძლების უნარი

დღევანდელი რეალობა:

გიორგი არის პოლიციის მაღალჩინოსანი აქვს სახლი რეზიდენციასთან და ჰყავს მანქანა.მას ჰყავს ასევე ბევრი ძალიან გავლენიანი მეგობარი

რეზულტატი:

დაკითხვა უხეში ფორმებით

დამნაშავის მიმართ უხეში მოპყრობა და საუბარი (სერვერის წესების ფარგლებში)

შეუძლია გაუძლოს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას

 

 

Edited by Pogra_Flashback

Share this post


Link to post
Share on other sites
სტუმარი
This topic is now closed to further replies.
Sign in to follow this  

×
×
  • შექმნა...