მოგესალმებით თქვენ ეწვიეთ Excellent Dreams RP'ს ფორუმს, როგორც სტუმარი, იმისთვის რომ გაეცნოთ ყველანაირ საკითხს ფორუმზე, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია, თუ უკვე რეგისტრირებული ხართ. რეგისტრაცია ავტორიზაცია
Ponchika 0 გამოქვეყნებულია: თებერვალი 2 ბიოგრაფია – კამერონ რიჩმანდი პირადი ინფორმაცია სახელი გვარი: Cameron Richmand დაბადების თარიღი: 1988 წლის 22 მაისი დაბადების ადგილი: სან ფიერო, კალიფორნია ეროვნება: ამერიკელო ოჯახური მდგომარეობა: უცოლო განათლება: სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატი (Harvard Law School) FBI-ს აკადემიის კურსდამთავრებული პროფესია: ყოფილი სახელმწიფო აგენტი, კერძო კონსულტანტი სიმაღლე: 187 სმ თვალები: მუქი ყავისფერი თმა: შავი, ყოველთვის სწორად დავარცხნილი სახე: მამაკაცური და გამოკვეთილი ნაკვთებით, ძლიერი ყბის ხაზით სხეული: ათლეტური, წლების სამხედრო მომზადებისა და ოპერაციების შედეგი ჩაცმულობა: მუქი ფერის კლასიკური კოსტიუმები, მაგრამ ტაქტიკურად მოსახერხებელი დაბადება და ოჯახი : კამერონ რიჩმანდი დაიბადა სან ფიეროში, შეძლებულ ოჯახში. მამამისი, უილიამ რიჩმანდი, ცნობილი ადვოკატი იყო, ხოლო დედამისი, ელიზაბეტ რიჩმანდი, ფსიქოლოგი. მშობლები მის აღზრდაში მკაცრ პრინციპებს იყენებდნენ. ბავშვობიდანვე კამერონი სწავლობდა დისციპლინას, კრიტიკულ აზროვნებასა და ანალიტიკურ უნარებს. მისი ოჯახი ყოველთვის იდგა სიმართლის მხარეს, რაც მომავალში მის პიროვნებაზე დიდ გავლენას მოახდენდა. ბავშობა და განათლება : კამერონმა სან ფიეროს პრესტიჟულ სკოლაში მიიღო განათლება, სადაც გამოირჩეოდა ინტელექტითა და ლოგიკური აზროვნებით. სკოლის დასრულების შემდეგ მან გააგრძელა სწავლა ჰარვარდის სამართლის სკოლაში, სადაც შეისწავლა კრიმინალური სამართალი და სამართლებრივი ანალიტიკა. FBI-ის აკადემიაში მიღების შემდეგ, ის მომზადდა ფარული ოპერაციების, კრიმინალური ფსიქოლოგიისა და გამოძიების მეთოდოლოგიებში. სამუშაო კარიერა სახელმწიფო სტრუკტურებში : აკადემიის წარმატებით დასრულების შემდეგ, კამერონმა დაიწყო მუშაობა FBI-ში, სადაც ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში სპეციალიზდებოდა. მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან ოპერაციაში, სადაც გამოავლინა კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები და კრიმინალურ სამყაროსთან შეკრული პოლიტიკოსები. თუმცა, სიმართლის ძიებამ მას უამრავი მტერი გაუჩინა. სახელმწიფო, რომელსაც ემსახურებოდა, თავადვე აღმოჩნდა გაყიდული. გადაწყვეტილება და ახალი ცხოვრება : როცა კამერონმა მიხვდა, რომ სისტემა, რომელსაც ემსახურებოდა, თავად იყო გაფუჭებული და კორუმპირებული, მან დატოვა FBI. მასზე დაიწყო ნადირობა, რადგან ძალიან ბევრ საიდუმლოს ფლობდა. მან იცოდა, რომ თუ სისტემაში დარჩებოდა, ან მოკლავდნენ, ან შეეცდებოდნენ მის გაჩუმებას. კამერონმა მიიღო ფატალური გადაწყვეტილება – გადახტა კანონის მეორე მხარეს და დაიწყო დამოუკიდებელი საქმიანობა კერძო კონსულტანტისა და ინფორმატორის სახით. ამჟამინდელი საქმიანობა : დღეს, კამერონ რიჩმანდი მუშაობს მხოლოდ მათთვის, ვინც ყველაზე მეტს გადაუხდის. ის იდეალურად იცნობს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების სუსტ წერტილებს, ისე კრიმინალური ორგანიზაციების მოქმედების მექანიზმებს. მისი პირადი კოდექსი მარტივია – თუ მას საკმარისად გადაუხდი, ის გააკეთებს იმას, რაც გჭირდება. პიროვნული თვისებები : უპირატესბობები: შესანიშნავი ანალიტიკური უნარები სამართლისა და კრიმინალური ფსიქოლოგის ღმრა ცოდნა ფარული ოპერაციების გამოცდილება სახელმწიო სტრუკტების სუსტი წერტილების ცოდნა სუსტი მხარეები: - არ ენდობა არავის - მტრები ჰყავს როგორც სახელმწიფოში, ასევე კრიმინალურ სამყაროში - ფსიქოლოგიურად მძიმე წარსული, რომელიც მას მუდამ თან სდევს რეზულატატი: - ფსიქოლოგიური ზიანის ატანა - კრთამის აღება - Bad Person (სერვერის წესების დაცვით) - უხეშად საუბარი Share this post Link to post Share on other sites
AlexMichelin 11 გამოაქვეყნა თებერვალი 3 მოგესალმებით ძვირფასო მოთამაშევ თქვენი RP ბიოგრაფია დადასტურებულია ! თქვენ გიმტკიცდებათ რეზულტატის შემდეგი პუნქტები : - ფსიქოლოგიური ზიანის ატანა -ქრთამის აღება - Bad Person (სერვერის წესების დაცვით) Share this post Link to post Share on other sites