მოგესალმებით თქვენ ეწვიეთ Excellent Dreams RP'ს ფორუმს, როგორც სტუმარი, იმისთვის რომ გაეცნოთ ყველანაირ საკითხს ფორუმზე, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია, თუ უკვე რეგისტრირებული ხართ. რეგისტრაცია ავტორიზაცია
Lantik_Bebersito 0 გამოქვეყნებულია: თებერვალი 24 (edited) RP ბიოგრაფია – Lantik Bebersito პირადი ინფორმაცია სახელი, გვარი: Lantik Bebersito ასაკი: 54 წელი სიმაღლე: 189 სმ წონა: 83 კგ თვალის ფერი: ყავისფერი დაბადების თარიღი: 1970 წლის 9 აგვისტო დაბადების ადგილი: აშშ, ნიუ-იორკი ეროვნება: ამერიკელი მოქალაქეობა: აშშ მამის სახელი: Ikako Bebersito დედის სახელი: Manana Toidze გარე ბიძაშვილი: Phillip Coulson ბავშვობა და ტრავმული გამოცდილება Lantik Bebersito დაიბადა სიღარიბესა და ძალადობაში. მისი მამა, Ikako Bebersito, იყო ბანდიტური სამყაროს ნაწილი, რომელიც ცდილობდა ორ სამყაროს შორის ბალანსის დაცვას – ოჯახი უსაფრთხოდ ჰყოლოდა და ამავდროულად ქუჩაში ავტორიტეტი შეენარჩუნებინა. დედამისი, Manana Toidze, ცდილობდა ბავშვის ნორმალურ ცხოვრებას, მაგრამ უსაფრთხო გარემო არასდროს ჰქონია. Lantik გაიზარდა ისეთ რეალობაში, სადაც ცხოვრება და სიკვდილი ყოველდღიური გამოცდა იყო. 12 წლის ასაკში, მისი სახლი დაიწვა კონკურენტი დაჯგუფების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. მან საკუთარი თვალით იხილა, როგორ მოკლეს მისი მამა, ხოლო დედამისი ძლივს გადაურჩა იმ ღამეს. ამ მომენტმა მთლიანად შეცვალა Lantik-ის ცხოვრება – მისთვის სამყარო აღარ იყო უბრალო ადგილი, ეს იყო მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის. მოზარდობა Lantik Bebersito-ს მოზარდობის წლები სავსე იყო გაჭირვებითა და უსამართლობით. მისი ოჯახი ფინანსურად სუსტად იყო, რაც აიძულებდა საჯარო სკოლაში ესწავლა, სადაც ხშირად გამხდარა დაცინვის და აგრესიის მსხვერპლი. თუმცა, ეს მას უფრო ამტანს ხდიდა. ის მუდმივად იცავდა სუსტებს, თუმცა არ ერიდებოდა ძალადობრივ დაპირისპირებას, როცა საჭირო იყო. მისი ყველაზე მძიმე მომენტი იყო, როდესაც სკოლაში მოსწავლეებმა მისი ოჯახური მდგომარეობით დაცინვა სცადეს – ამან მასში დაუნდობელი ხასიათი გამოაღვიძა. მას შემდეგ, Lantik-მა შეისწავლა გადარჩენის ყველა გზა – ქუჩის წესები, ძალაუფლების ბალანსი და ის, რომ სამყარო არასდროს ყოფილა სამართლიანი. მისი ყველაზე ცნობილი პრინციპი იყო: Quote „თუ ვინმე უსამართლობას სჩადის, მის წინააღმდეგ სამართლიანობაც უნდა იყოს ისეთივე სასტიკი“. „ადამიანებს არ ესმით სიტყვები – მათ მოქმედება ესმით“. განათლება და კარიერა Lantik Bebersito-მ განათლება მიიღო სამართალდამცავ სფეროში და საბოლოოდ LSPD-ში (Los Santos Police Department) დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ Lantik-მა ბევრი წარმატებული საქმე გამოიძია, მისი უხეში ხასიათი და უკომპრომისო მიდგომები არ ემთხვეოდა პოლიციის სტანდარტებს. მისი უფროსები ხშირად უჩიოდნენ მის მეთოდებს, მაგრამ ვერ უარყოფდნენ, რომ მისი შედეგები ბევრად ეფექტური იყო, ვიდრე სხვების. სწორედ ამ დროს, მისი ბიძაშვილი, Phillip Coulson, რომელსაც უკვე დაარსებული ჰქონდა S.H.I.E.L.D., მას დაუკავშირდა და შესთავაზა S.H.I.E.L.D.-ის აგენტად გადაბარგება. Phillip Coulson-მა დაინახა, რომ Lantik-ის უნარები ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა იმ ორგანიზაციაში, რომელიც თავისუფალ მოქმედებას ითხოვდა, და იგი გადაიყვანა S.H.I.E.L.D.-ის აგენტად. S.H.I.E.L.D. S.H.I.E.L.D.-ში გადასვლის შემდეგ, Lantik Bebersito-მ საბოლოოდ მიიღო სამართლებრივი თავისუფლება და ძალაუფლება, რომელიც მან კანონის აღსრულებისთვის გამოიყენა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. S.H.I.E.L.D.-ის მთავარი პრინციპები იყო: სწრაფი და უხეში სამართალი – ბიუროკრატიის გარეშე კრიმინალისა და კორუფციის აღმოფხვრა – ნებისმიერ ფასად შინაგან საქმეთა უწყებების გაკონტროლება – რადგან ხშირად თვითონ არიან კორუმპირებულები S.H.I.E.L.D.-ის სპეცრაზმი იყო ყველაზე დაუნდობელი ძალა, რომელსაც არ აინტერესებდა ზედმეტი წესები – მათ შედეგები აინტერესებდათ. ხასიათი და სამუშაო სტილი Lantik Bebersito ცივი, უხეში და უკომპრომისო პიროვნებაა. ის არ მოქმედებს დიპლომატიურად, არამედ აგვარებს საქმეებს პირდაპირ, უკიდურესად აგრესიულ მეთოდებით. მისი მიდგომები: უხეში საუბარი დეპარტამენტის რაციაში – Lantik არასდროს მალავს თავის გაღიზიანებას და პირდაპირ ამბობს იმას, რაც საჭიროა. ზეწოლა - დაკითხვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისთვის ჩვეულებრივი მეთოდია. სამართალი ყველაფერზე მაღლა – კანონის მიღმა მოქმედება, როცა ეს აუცილებელია. ზედმეტი ლმობიერების გარეშე – მისი ტაქტიკა ყოველთვის მიზანზე ორიენტირებულია, მიუხედავად იმისა, თუ რა გზით უნდა მიაღწიოს მას. მიმდინარე საქმიანობა და სტატუსი დღეს Lantik Bebersito S.H.I.E.L.D.-ის აგენტია, რომელსაც Phillip Coulson-მა პირადად მიანიჭა ეს როლი. ის არავის ენდობა ბოლომდე და მუდამ მზადაა მორიგი შეტევის მოსაგერიებლად. კანონი მისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც უნდა გამოიყენოს, როცა საჭირო გახდება. რეზულტატი (უფლებები RP-ს მიხედვით) Bad Cop Perm /d რაციაში უხეში საუბრის უფლება კრიმინალთან კავშირის შენარჩუნების შესაძლებლობა ამტანობა და უკომპრომისო მიდგომა სამართალდამცავ ოპერაციებში Edited თებერვალი 26 by Style Hokage Share this post Link to post Share on other sites
Style Hokage 776 გამოაქვეყნა თებერვალი 26 მოგესალმებით ძვირფასო მოთამაშევ თქვენი RP ბიოგრაფია უარყოფილია ! სასიამოვნო თამაშს გისურვებთ საქართველოს N- ① სერვერზე - ¦ EDRP ™️ ¦ Share this post Link to post Share on other sites