Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

Luffy

Member
  • სულ კონტენტი

    3
  • დარეგისტრირებული

  • ბოლო შემოსვლა

  • Days Won

    5

Luffy last won the day on ივნისი 30

Luffy had the most liked content!

საზოგადოებრივი რეპუტაცია

8 Neutral

3 გამომწერი

ბოლო პროფილის სტუმრები

482 profile views
  1. სახელი, გვარი - Carmine Rossato ასაკი - 28 დაბადების ადგილი - 1989 წლის 12 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატები Los Santos. მშობლები-Caroline Abelino, Alan Rossato. ნაციას- ამერიკელი სქესი- მამრობითი ოჯახური მდგომარეობა- დაოჯახებული გარეგნობა - 189, შავი თმა, ყავისფერი თვალები. ბავშვობა Carmine დაიბადა შუადღისას 12:30 წთ, 1989 წლის 12 ივლის ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ Los Santos'ში, Alan Rossato ავტობუსის მძღოლი იყო, დედამისი Caroline Abelino საავანდმყოფოს თანამშრომელი. ერთ ღამეს მამაჩემი ავტობუსით ბოლო რეის ასრულებდა, შუქნიშანს წინ მწვანე ჰქონდა ანთებული უეცრად გზაზე მოხუცი უსინათლო ქალი გამოჩნდა, იგი უსიგნალებდა რომ გზიდან გადასულიყო უცბად მან მუხრუჭს დააჭირა მაგრამ მუხრუჭებმა უმტყუნა მან მაშინვე მარჯვნივ გადაუხვია და ბარდიულს დაეჯახა , სასწრაფომ მამაჩემი წმინდა ვალენტინის ჰოსპიტალში გადაიყვანა სწორედ იქ გაიცნო დედაჩემი Caroline Abelino, მათი სიყვარულის ისტორია ჩემთვის განსაკუთრებულად გამორჩეულია, როცა დედაჩემს ვეკითხებოდი თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი იგი მპასუხობდა რომ, მამაშენი საავანდმყოფოში მოიყვანეს მე მას ყვავილებს ვყიდულობდი განსაკუთრებულად ვანებივრებდი, გამოვარჩევდი იმ ფაქტს რომ დედაჩემი მამაჩემს ახასიათებდა როგორც სათნო, ცნობის მოყვარეს, სულიერად მტკიცეს, იგი არ ეგუებოდა იმ ფაქტს რომ იგი შეიძლება ინვალიდის სავარძელში ჩამჯდარიყო, მას ხერხემლის დაზიანება ჰქონდა, ქირურგები მას არ აიმედებდნენ დიდი ალბათობით იგი სამუდამოდ ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვებოდა, ძლიერი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ მან შეძლო და პირველი ნაბიჯი გადადგა დროთა განმავლობაში იგი თითქოს ხელახლა სწავლობდა სიარულს ექიმები მოდიოდნენ უკვირდათ და იძაღდნენ რომ სასწაულია მისი ფეხზე გავლა არავის არ ეგონა რომ, როდესმე იგი ფეხზე კვლავ გაივლიდა მაგრამ ღმერთისა და დედაჩემის მზრუნველობის წყალობის შედეგად მან ისევ შეძლო სიარული, რათქმაუნდა მამაჩემის მკურნალობა იაფი არ ყოფილა, ფინანსურად ოჯახს ძალიან გაუჭირდა ვინაიდან ოჯახში ერთადერთი ფულის შემომტანი იმ პერიოდში დედაჩემი იყო. რამოდენიმე წელი გავიდა, დედაჩემი თავ დაუზოგავად მუშაობდა ოჯახში ფულის შემოსატანად ამ ყველაფერს მამაჩემი რომ ხედავდა თავს უუნაროდ თვლიდა რამდენჯერ მოუსმენია დედაჩემს მისი ჩუმი ტირილი და ვაება, მამაჩემი ცდილობდა ფეხზე წამოდგომას, და აი ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ მან ისევ შეძლო ფეხზე გავლა თითქოს ხელახლა დაიბადა. იგი დაუბრუნდა თავის სამუშაოს და სწორედ ის დღე აღმოჩნდა მამაჩემისთვის საბედისწერო დღე, ხანდახან ვფიქრობ ნეტავ სულ არ გაევლო ახლა ხომ ჩემს გვერდით იქნებოდა მართალია ხეიბარი მაგრამ მაინც, გაიზიარებდა ჩემს სიხარულს, ტკივილს და დედაჩემი არ დარჩებოდა მარტო ვფიქრობდი როდესმე ხომ გავიზრდებოდი და დედაჩემის დატოვება მომიწევდა ის კი მარტო დარჩებოდა ამ სახლში სახლში სადაც ბევრი ჭირი და ლხინი გვქონდა გამოვლილი. ერთ ღამეს როდესაც მამაჩემი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა გზად ყაჩაღები შეხვდნენ მათ უთხრეს რომ, საფულეში რა თანხაც ედო მთლიანად მიეცა მათთვის მან ამოიღო საფულიდან უკანასკნელი ფული და მისცა, მაგრამ რატომღაც ყაჩაღებმა არ იკმარეს და იარაღი დაუმიზნეს კითხეს თუ სად ცხოვრობდა მან უპასუხა თუ რაში აინტერესებდათ მათ, ისინი ემუქრებოდნენ ოჯახის დახოცვით თუ არ მიაწვდიდა მათთვის სასურველ ინფორმაციას რათქმაუნდა მამაჩემი უარზე იყო გაისმა ხმა "BOOX" ხეებიდან ჩიტები გაფრინდნენ მამაჩემი უგონოდ ძირს დაეცა დამნაშავეებმა მიმალვა მოასწრეს მიზეზი თუ რატომ მოკლეს მამაჩემი უცნობია ამ დროს დედაჩემმა ეს ამბავი ჯერ არ იცოდა, როდესაც სახლთან პოლიციის ოფიცრები მოვიდნენ და გაისმა კარებზე "KAK-KUK" გავხსენი კარები მათ მკითხეს იყვნენ თუ არა სახლში უფროსები მივუგე დიხ არიან რახდება მითხრეს რომ ოჯახის უფროსისთვის დამეძახა ავირბინე კიბეზე და დედაჩემს დავუძახე დედაჩემსა და ოფიცრებს შორის საუბარი დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა დედაჩემი მუხლებში მოიკეცა ბოლო ხმსზე ყვიროდა, იმ მომენტში ვერ გავაანალიზე თუ რამოხდა დედაჩემმა არ მითხრა მეორე დღეს სახლში მამაჩემის ცხედარი მოასვენეს როცა გავაანალიზე თუ რამოხდა სწორედ მაშინ დავისახე მიზნად რომ გავმხდარიყავი პოლიციელი ეს ოცნება ჩემთვის სიცოცხლეზე ბევრს ნიშნავდა. მოზარდობა მოზარდობის პრეიოდში სკოლაში არც ისეთი სამაგალითო მოსწავლე ვიყავი და არც მაინცდამაინც სამაგალითო ყოფაქცევით გამოვირჩეოდი სკოლაში, მასწავლებლებლები ხანდახან ხისთავიანს მეძახდნენ არასოდეს მომწონდა როდესაც ვხედავდი რომ რომ ვინმე ვინმეს ჩაგრავდა ყოველთვის ვცდილობდი ჩავრეულიყავი, სიტუაცია ისე განმემუხტა არავინ დაზარალებულიყო მაგრამ ეს ხშირად ჩემი ცემით მთავრდებოდა "სიცილი". 19 წლის ასაკში დავამთავრე სკოლა დაი აი უკვე შემეძლო ამესრულა დასახული მიზანი და ჩამებარებინა პოლიციის აკადემიაში მაგრამ, თითქოს უკან რაღაც მაბრკოლებდა ჩემი აზრით ეს დედაჩემი იყო არ შემეძლო მისი მიტოვება რადგან თუ პოლიციაში დავიწყებდი მუშაობას შესაძლებელი იყო საერთოდ სხვა ადგილას გავეში, ბოლო ზარზე როდესაც სახლში დავბრუნდი დედაჩემმა მითხრა გილოცავ შვილო სკოლის დამთავრებას ღმერთმა შენნაირი შვილი მომივლინა ამ ქვეყნად მეტი რაღა ვინატროო როგორც იქნა აისრულებ შენს ოცნებასო, მაშინ სახე ოდნავ დამინაღვლიანდა დედაჩემა ეს შეამჩნია და მკითხა თუ რამოხდა ვუთხარი დედაჩემს რომ არ შემეძლო მისი სახლში მარტო დატოვება შეიძლებოდა ის კვირაში ორჯერ მენახა ეს კი ჩემთვის და დედაჩემისთვის დიდი სტრესი იქნებოდა მაგრამ დედაჩემმა მაინც გამამხნევა და მითხრა რომ წავსულიყავი და ამეხდინა ოცნება, მითხრა რომ იგი თავს შესანიშნავად გრძნობდა და მისგამო არ უნდა მენერვიულა. როდესაც პოლიციის აკადემიამ გამოაცხადა ახალი კურსანტების მიღების შესახებ, შევიტანე ჩემი საბუთები სწავლებამ 6 თვე გასტანა, შევისწავლე ტტმ; იარაღების კალიბრი, დავდიოდი პოლიგონებზე სასროლად, ვესწრებოდი ლექციებს თუ როგორ უნდა დაგვედო ბორკილები ადამიანისთვის ისე რომ ფიზიკური ზიანი არ მიგვეყენებინა, ხალხთან კომუნიკაცია, კომუნიკაბელურობას და აშშ... წვრთნების დასრულების შემდეგ როგორც იქნა მომანიჭეს ჟეტონი და ფორმა ეს მე მახარებდა რადგან შევძლებდი ქალაქში შემეჩერებინა ოდნავ მაინც კრიმინალი და რაც მთავარია გამეგო მამაჩემის გარდაცვალების მიზეზი, როდესაც განყოფილების უფროსს ვთხოვე რომ მამაჩემის საქმე მოეცა თვალის გადასავლებად მაშინ მან თქვა რომ მე საკმარისი წოდება არ მქონდა ამ საქმეზე ხელის მოსაკიდად. ჩემი აქტიურობის და სისხარტის წყალობით უფრო და უფრო ვიბყრობდი მწვერვალებს მემატებოდა წოდება, თანამდებობა სულ მალე ასეულის მეთაური გავხდი და მომივიდა ახალი წოდება "კაპიტანი", ახლა უკვე ვფიქრობდი რომ თავისუფლად შემეძლო მამაჩემის საქმეზე თვალის გადავლება მაგრამ როდესაც განყოფილების უფროსს ვესაუბრებოდი მათ მითხრეს რომ საქმეს არ მომცემდნენ როდესაც ვკითხე თუ რატომ უცებ ხმამაღალი ტონით მომიგო რომ სასწრაფოდ გავსულიყავი ოთახიდან და მეორედ აღარ მოვსულიყავი ამ საკითხზე აქ სასაუბროდ, რათქმაუნდა მაშინ გავაანალიზე რომ ამ საქმეში, მამაჩემის მვკელობაში მაღალი თანამდებობის ხალხიც იყო გარეული მაშინ დავფიქრდი როგორ თუ აქ სიმართლე ვერ ვიპოვე და აქაც არ მაქ იმის საშუალება რომ ოცნება ავიხდინო და მამაჩემის მკვლელეი დავიჭირო რაგავაკეთო, სწორედ იმ დღეს 22 აპრილს ფედერალური ბიურომ გამოაცხადა სტაჟიორების მიღება სამსახურში გადავწყვიტე იქ დამეწყო მუშაობა სტაჟიორის პოსტზე დაახლოებით წელიწადი გავდიოდი სტაჟირებას გვებარა ობიექტები, საწყობები, საცავები და სხვა. როდესაც სამსახურიდან დაღლილი შინ ვბრუნდებოდი ჩემი სახლის კარებთან სასწრაფო შევნიშნე, შევამჩნიე თუ დედაჩემი როგორ გადაჰყავდათ საკაცეთი მაშინვე მივედი და ვკითხე თუ რამოხდა ექიმებმა მითხრეს რომ გულის შეტევა ჰქონდა მკურნალობა კი ოციათასი დოლარი ჯდებოდა მაშინ ვერ მივხვდი რა გამეკეთებინა სად აღარ ვიყავი მაგრამ დახმარების ხელი არავინ გამომიწოდა, შემთხვევით დახმარების ძიების დროს ერთი ადამიანი შემომხვდა სახელად "Noah" მან შემომთავაზა თუ მე მას დავეხმარებოდი და საწყობიდან იარაღს ტყვიებს მივცემდი იგი ფულს მომცემდა იმდენს რამდენიც დედაჩემის გადასარჩენად დამჭირდებოდა მაშინ მივხვდი რომ ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მომეხარშა, როდესაც ჩვენი შეთანხმების ნაწილი შევასრულე და მან იარაღები წაიღო ფული გადმომცა ამ თანხით კი დედაჩემს ვუმკურნალე, წლები გადიოდა მედა ნოაჰი ვთანამშრომლობდით ნელნელა კრიმინალურ საქმეებში ვიძირებოდი ისე ჩამითრია ამ საქმემ გამოსვლა რომც მდომოდა ვერ გამოვიდოდი, დროთა განმავლობაში ფედერალურ ბიუროში წოდებებიც მემატებოდა უფრო და უფრო მეხსნებოდა გზა უფრო მეტისკენ ერთ დღესაც როდესაც პოსტზე ვიდექი და ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას ვეწეოდი მედა ჩემს მეწყვილეს თავს დაგვესხნენ იარაღი ამოვიღე და გავისროლე ტყვია პირდაპირ თავდამსხმელს მოხვდა, თავდამსხმელი მძიმედ დაიჭრა საწყობში ის საქონელი ინახებოდა რაც ნოაჰს უნდა წაეღო ეს ყოველივე დადგმული იყო მათ იცოდნენ თუ სად ინახებოდა ის ტვირთი რაც მას უნდა წაეღო როდესაც დავრეკე და გავაგებინე რომ საწყობს თავს დაესხნენ მათ მითხრეს რომ იგი ნებისმიერი ხერხით დამეკითხა, უარზე ვიყავი მაგრამ გამოსავალი არ მქონდა ხელში ავიყვანე და სკამზე დავსვი იქვე ახლოს ცეცხლი დავანთე რკინა ზედ ცეცხლზე დავდე ველოდებოდი თუ ლითონი როდის გაწითლდებოდა რომ კანზე მიმედო, და აი შევუდექი წამებას ერთ დღეში მან ყველა ინფორმაცია მომაწოდა რაც დამავალეს, ნოაჰი პირადად მოვიდა, დდხნიანი საუბრის შემდეგ დამაინტერესა და ვკითხე თუ რატომ აირჩია მან ასეთი გზა ცხოვრებაში, მან ჩაიცინა და სიცილით მომიგო შვილო: -ბავშვობაში ღმერთს ველოსიპედს ვთხოვდი, -შემდეგ მივხვდი რომ ღმერთი სხვანაირად მუშაობს -ველოსიპედი მოვიპარე და შემდეგ პატიებისთვის ვლოცულობდი. ამდროს მივხვდი რომ სიტყვა სუფთა ის უცოდველი მცნებაა რომელიც არ არსებობს გადავწყვიტე სხვა მეთოდებით მეცადა სამართლის აღსრულება... რეზულტატი: 1. მოსყიდვა; 2. დაკითხვა არაფორმალურ გარემოში: 3. დაკითხვის წარმართვა უხეშად: 4. პატიმრების გაშვება დაკავების დროს; 5. კრიმინალთან კავშირი; 6. გარკვეული პიროვნებების კრიმინალებისთვის გადაცემა;
×
×
  • შექმნა...